logo_geo
მურმან ლებანიძის დაუჯერებელი წინასწარმეტყველება
- +

16 ნოემბერი. 2019. 22:52

 

 

პოეტი მურმან ლებანიძე თავისი ლექსებით მკითხველს სამშობლოს სიყვარულს და წინაპრების პატივისცემას ასწავლის, თუმცა მის შემოქმედებაში არის ლექსები, რომლებიც ნამდვილად წინასწარმეტყველური და საყურადღებოა.

 

მურმან ლებანიძის მიერ წლების წინ დაწერილი ლექსი „გვიან გავიღვიძეთ…“ დღევანდელი საქართველოს უმთავრეს პრობლემებზეა:

 

„გვიან გავიღვიძეთ – ბორბლებაშვერილი,

გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი…

საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ,

სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები.

 

გვიან გავიღვიძეთ – ჭიშკრები დაღებული!

(ტყემალზე თუ არა ხომ ვსხედით ჭადარზე.)

რის თავისუფლება?! – სამშობლო წაგებული,

მიწები დაყიდული ლეკსა და თათარზე!

 

დროდადრო ლამის ტვინი ავასხა ცამდე –

ეს ჩემი წყალ-ჭალა რომ მიაქვს, ვისთან მიაქვს?!

მწადს თავი გავუპო პრიმიტივს ამდენს,

ზედ გადავუარო ამდენ ხისთავიანს!

 

გვიან გავიღვიძეთ – ბორბლებაშვერილი,

გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი…

საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ

სახლი პატრონობას ჩემობენ მდგმურები!“

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი