logo_geo
17 რამ, რაც დედისერთებზე უნდა იცოდეთ - დედისერთა „გაფუჭებული“ ბავშვი არაა
- +

22 ნოემბერი. 2019. 16:18

 

 

ყველა დედისერთამ იცის, რომ აუცილებლად გააჩენს ერთზე მეტ შვილს. ეს იციან მათმა ახლობლებმაც, რადგან ამაზე ხშირად საუბრობენ, მაგრამ არის რაღაცები, რისი თქმის საშუალებასაც არ ვაძლევთ ან არც ცდილობენ:

 

დედისერთა „გაფუჭებული“ ბავშვი არაა. სინამდვილეში, განებივრებულები და „დედის ნებიერები“ სულაც არ არიან. პირიქით, მათი ცხოვრება მიკროსკოპის ქვეშაა და არავინ აძლევს გათავხედების ნებას.

 

არიან ინდივიდუალურები. ცხადია,  მათგან ვერ მოისმენთ ფრაზებს: „ჩემს ძმას რომ უყიდე, მე რატომ არ მიყიდე?“, „იმას ლურჯი ფერი რატომ უყიდე, ის უფრო გიყვარს?“ არ არიან მიმბაძველები, თუმცა, ყოველთვის არ არიან მზად თვითგამოხატვისთვის.

 

უმრავლესობა მათგანი მოსაწყენი წიგნის ჭიაა. ბალიშებით ჩხუბისა თუ დედმამიშვილებთან საუბრის ნაცვლად, დედისერთები დროის დიდ ნაწილს კითხვაში ატარებენ.

 

ყოველთვის ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. ბავშვობიდან მიჩვეულები არიან შეცდომების აღიარებას, რადგან არ ჰყავთ და-ძმა, რომელსაც დანაშაულს გადააბრალებდნენ, ხოლმე. არც სასჯელის ეშინიათ და ახლა თქვენი აზრის ხომ, მით უმეტეს.

 

დედისერთა ბავშვი განიცდის მუდმივ ზეწოლას მშობლების მხრიდან. ოჯახს მზე და მთვარე მასზე ამოსდის. ვერსად წაუვალთ იმ ფაქტს, რომ ისაა მშობლების „იმედი“.

 

კამათობენ იშვიათად. ერიდებიან კონფლიქტს, თუმცა, იმიტომ არა, რომ ეშინიათ. ეს ის არაა, რასაც უფროსმა ან უმცროსმა დედმამიშვილმა მიაჩვია. მათთვის უცხოა რაღაც საკითხზე დავა და მსგავსი განხილვები უაზრობად მიაჩნიათ. შენი აზრია, არ გეთანხმება, მაგრამ კარგი.

 

არასდროს შეგეჯიბრებიან. მათ არ ჰყოლიათ და ან ძმა, ვისაც შეერკინებოდნენ ფაფის ჭამაში ან მათემატიკის საკონტროლოს ნიშნებში. ისინი არ არიან მიჩვეულნი ქიშპობას და სულ არ აინტერესებთ, სად ხართ თქვენ. მთავარია, თვითონ იყვნენ იქ, საითაც მიისწრაფვიან.

 

ბავშვობაში ყველა დედისერთა ოცნებობს და-ძმაზე. მაშინ, როცა ლოგინში წვანან და არც ეძინებათ, დედისერთები ფიქრობენ მათ მეგობრებზე, რომლებიც შესაძლოა, ახლაც თავიანთ დედმამიშვილებთან თამაშობენ. ნელ-ნელა ამ სიცარიელეს მეგობრებით ავსებენ, საბოლოოდ კი, როცა ქონების გაყოფის ასაკში გადავლენ, რწმუნდებიან, რომ თავიანთი დედისერთობით იღბლიანებიც კი არიან.

 

სინამდვილეში, ეგოიზმთან ახლოსაც არ არიან, მაგრამ გაზიარება მათთვის მარტივი არაა. თუ ეტყვით, რომ ძალიან გინდათ ისეთი ბლოკნოტი, როგორიც თავად აქვს, გიყიდით. ერთს კი არა, 7 ცალს, მაგრამ დაგითმოთ საკუთარი? არა, ეს მათთვის ზედმეტად უცხოა.

 

ხანდაზმულ ადამიანებთან ურთიერთობა ეხალისებათ. უფროსებთან ურთიერთობას ჯერ კიდევ იმ ასაკში მიეჩვივნენ, როცა მეგობრები თვითონ არ ჰყავდათ და მშობლების სტუმრებს მასპინძლობდნენ, მათ სერიოზულ საუბარს უსმენდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ.

 

ისინი წარმოუდგენლად დამოუკიდებლები არიან. მაშინ, როცა სკოლაში უფროსი დები ან ძმები უმცროსებს მეთვალყურეობენ, დედისერთებს არავინ ჰყავთ, ვისაც დაეყრდნობიან.

 

ჩხუბი რა ხილია, არ იციან. დედისერთა გოგონები ხელჩართულ ჩხუბში მოიკოჭლებენ, რადგან მათ არასდროს გაუწეწავთ ვინმე მათი ნივთების გამოყენების ან სხვა რამის გამო.

 

ფართო საზოგადოებაში მორცხვები ხდებიან. თავისუფლად ააწყობენ საუბარს ერთ ადამიანთან, მაგრამ 2, 5 და 175 მათთვის მეტისმეტია. ისინი უბრალოდ, არ არიან მიჩვეულნი აჟიოტაჟს.

 

„მოდი, ამ ჭიქით ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც დაძმობას გაგიწევს“ ტიპის სადღეგრძელოები ბოდვად მიაჩნიათ.

 

სინამდვილეში, იციან, რომ პლანეტაზე მარტონი არიან და ასეთი სადღეგრძელოების ადრესატად ვერავის მოიაზრებენ.

 

ახლო ადამიანების მიმართ წარმოუდგენლად მგრძნობიარენი არიან.

 

თუკი ვინმეს ახლოს მიუშვებენ, მისგან მაქსიმუმს ითხოვენ.

 

ისინი ბავშვობიდანვე ღელავენ მშობლების სიბერეზე. დედმამიშვილებს შეუძლიათ გაუზიარონ მშობლებთან დაკავშირებული ემოციები, მაგრამ დედისერთები ამ საქმეში მარტონი არიან.

 

 

big_banner
არქივი