logo_geo
მიხეილ მესხი - ვირტუოზი, რომლის გამოც გულშემატკივარი ტაიმებს შორის ტრიბუნის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადადიოდა
- +

23 ნოემბერი. 2019. 22:49

 

1969 წელი, თბილისი. ჩვენი "დინამო" ურუგვაის ჩემპიონ "ნასიონალს" ხვდებოდა. სტადიონი გადავსებული იყო, თუმცა ყველაფერი პანაშვიდს უფრო ჰგავდა...

 

ურუგვაელთა მთავარი მწვრთნელი მორეირა, რომელმაც 1962 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, შეგირდებს მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში იმაზე მიუთითებდა, რომ მე-11 ნომერი აეყვანათ. დინამოელთა გარემარბს მუდმივად 2 კაცი დასდევდა, მაგრამ მისი შეჩერება შეუძლებელი იყო.

 

პირველი ტაიმი დასრულდა, დამშვიდობების დრო დადგა - მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგა და ბევრისმნახველი არენა ტაშის ხმამ მოიცვა. ურუგვაელთა მწვრთნელი დაინტერესდა, იკითხა - რა ხდებოდა და როცა გაიგო, რომ "ის 11 ნომერი" კარიერას ასრულებდა, განცვიფრება ვერ დამალა...

 

თანაგუნდელების მიერ ხელში ატაცებული მუდამ მოძრავი კაცი გაშეშებულიყო და ვინ იცის, რაზე ფიქრობდა... თბილისის ის სტადიონი, სადაც 11 ნომერი თამაშობდა, დღეს მისი სახელობისაა!

 

მიხეილ მესხი - ვირტუოზი, რომლის გამოც გულშემატკივარი ტაიმებს შორის ტრიბუნის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადადიოდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი