logo_geo
მეცნიერებმა ალკოჰოლისადმი ადამიანების განსხვავებული დამოკიდებულების მიზეზი დაადგინეს
- +

24 ნოემბერი. 2019. 14:49

 

 

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომლითაც ადამიანებში ალკოჰოლისადმი განსხვავებული დამოკიდებულება შეიძლება აიხსნას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა და ადამიანებზე მისი შედეგების მისადაგების მართებულობა ჯერ კიდევ დასამტკიცებელია, წინასწარი მონაცემებით, ყველაფერი თავის ტვინის აგებულებაზეა დამოკიდებული.

 

თავიდან ექსპერიმენტში მონაწილე თაგვებს ხმოვან სიგნალზე რეაგირება ასწავლეს, რომლის შემდეგაც მათ საწრუპით შაქრის ტკბილ ხსნარს აძლევდნენ. შემდეგ ეტაპზე ხუთი დღის განმავლობაში სიგნალზე რეაგირების შემდეგ თაგვებს შაქრის ნაცვლად ეთანოლის 15%-იან ხსნარს აძლევდნენ. კვლევის მესამე ეტაპზე ალკოჰოლისადმი მიჩვეულ თაგვებს ყოველგვარი სიგნალის გარეშე ორი კვირის განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობის ეთანოლს აძლევდნენ.

 

მეოთხე ეტაზპე თაგვებს ალკოჰოლს კვლავ სიგნალზე რეაგირების შემდეგ აძლევდნენ, მაგრამ ამჯერად ეთანოლის ხსნარში მწარე გემოს მქონე ნივთიერება ქინინი იყო გარეული, რომლის გამოც თაგვებს ალკოჰოლის მოხმარებაზე უარი უნდა ეთქვათ.

 

თაგვები ალკოჰოლზე განსხვავებულად რეაგირებდნენ, რის გამოც მეცნიერებმა ისინი სამ კატეგორიად დაყვეს. ზოგიერთმა თაგვმა ალკოჰოლის მოხმარება ჯერ კიდევ მესამე ეტაპზე შეწყვიტა („არამსმელები“), სხვებმა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ეთანოლში ქინინის დამატების შემდეგ მიიღეს („მსმელები“), გარკვეულმა ნაწილმა კი ეთანოლის დალევა მას შემდეგაც გააგრძელა, რაც მასში მწარე ქინინი დაამატეს („დამოკიდებულები“).

 

მეცნიერების მტკიცებით, ეს განსხვავება გამოწვეულია იმით, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს ტვინის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი ნაწილები და დასჯის სისტემის ნაწილები. მეცნიერთა თქმით, თუ ეს კავშირი სუსტია, მაშინ ალკოჰოლის მოხმარება პრობლემებს იწვევს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი