logo_geo
6 ფაქტი ჰაერზე - როგორ გავიადვილოთ სუნთქვა
- +

30 ნოემბერი. 2019. 11:08

 

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ათიდან ცხრა ადამიანი ძალიან დაბინძურებული ჰაერით სუნთქვას. ამის მიზეზი კი ავტომობილების, ქარხნების, ენერგოსადგურების მიერ წარმოებული გამონაბოლქვი, ტყის ხანძრები და მტვერია. გამოცემა Meduza ამ თემას ვრცელ სტატიას უძღვნის და მკითხველებს სახლში ჰაერის გაუმჯობესების რჩევებს აძლევს.

 

  1. ქალაქებში ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებულია

 

ჰაერის დაბინძურების დონე რეგიონზეა დამოკიდებული. ყველაზე ბინძური ჰაერი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანეს დასავლეთშია. სამეწარმეო ქალაქებში დაბინძურების დონე უფრო მაღალია. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჰაერის მასები გადაადგილდება და შედეგად ცუდ ჰაერს ეკოლოგიურად სუფთა დასახლებულ პუნქტებშიც მივიღებთ.

 

როცა ქუჩაში დაბინძურების დონე ძალიან მაღალია, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრები შენობაში მეტი დროის გატარებას გვირჩევენ. ქუჩაში კი სპეციალური სახის ნიღაბი დაგვიცავს. მათი ეფექტიანობის შესახებ არც თუ ისე ბევრი კვლევა ჩატარდა, თუმცა ავტორები თანხმდებიან, რომ მარლის ერთჯერადი ნიღბები უსარგებლოა. სასურველია ისინი HEPA-ფილტრის მქონე ნიღბებით შევცვალოთ, განსაკუთრებით ისეთებით, რომლებზეც არის მარკირება „რესპირატორი N95“ - მათ მცირე ნაწილაკების 95%-ის გაფილტვრა შეუძლიათ.

 

  1. მაგრამ ქუჩაში მეტი დროის გატარება სჯობს

 

გასეირნება ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა. სიარული ზომიერი ინტენსივობის დატვირთვად ითვლება და ჯანმოს რეკომენდაციით მას კვირაში სულ ცოტა 150 წუთი მაინც უნდა დავუთმოთ. გასეირნებისთვის ადგილი დატვირთული გზებისგან მოშორებით უნდა ავირჩიოთ, რადგან ავტომობილების გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს.

 

დაბინძურებას ხელს სამშენებლო მტვერი, მინერალური მარილი და სითხის მიკროსკოპული წვეთები უწყობს ხელს. ამ ნაწილაკებს ორ ძირითად კლასად ყოფენ: მსხვილი, რომელთა ზომაც 10 მიკრომეტრამდეა და პატარა, რომელთა ზომაც 2,5 მიკრომეტრს არ აღემატება. მსხვილი ნაწილაკები ჰაერში სმოგის სახით ჩანს, ისინი სასუნთქ გზებს და თვალებს აღიზიანებენ. პატარა ნაწილაკების შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ მათ ფილტვებში შეღწევა შეუძლიათ.

 

  1. სახლში ჰაერი იმაზე ბინძურია, ვიდრე გეჩვენებათ

 

არის შემთხვევები, როცა ქუჩაში ჰაერი იმდენად ბინძურია, რომ სახლში დარჩენა სჯობს. მაგრამ ზოგადად, სეირნობა და შენობის განიავება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. საქმე იმაშია, რომ დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ბინასა ან ოფისში ხშირ შემთხვევაში 2-5-ჯერ მაღალია, ვიდრე ქუჩაში. შენობაში ჰაერის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ქიმია, რბილი ავეჯი ან მტვერი უწყობს ხელს.

 

  1. მცენარეები ბინაში ჰაერს არ ასუფთავებენ

 

მითი იმის შესახებ, რომ მცენარეებს ჰაერის დასუფთავება შეუძლიათ 1980-იან წლებში NASA-ს ექსპერიმენტის გამო გაჩნდა. მან დაამტკიცა, რომ მცენარეების მეშვეობით ჰაერიდან ორგანული შენაერთების მოშორება შეუძლია, რომლებსაც თაბაშირ-მუყაო, საღებავები ან ფრჩხილების ლაქი გამოყოფს. მაგრამ NASA-ს კვლევას ჰაერგაუმტარ ლაბორატორიაში ატარებდნენ, საცხოვრებელი სახლი კი ჰერმეტული ადგილი არ არის. უფრო აქტუალური კვლევები ამტკიცებს, რომ ოთახის მცენარეებს ჰაერზე ჯადოსნური გავლენა არ აქვთ. ამასთან, მათი ზედმეტი მორწყვაც არ ღირს, რადგან ტენიანი ნიადაგი მიკროორგანიზმების ზრდას უწყობს ხელს, რაც ნეგატიურად აისახება ალერგიის მქონე ადამიანებზე.

 

ბინაში ჰაერი სუფთა რომ იყოს აჯობებს არ მოწიოთ და ხშირად გაანიავოთ სახლი, თუ გარეთ ნორმალური ჰაერია. ეფექტიანია ჰაერის დამასუფთავებლებიც. ისინი ჰაერს მტვრისგან და სხვა ნაწილაკებისგან ათავისუფლებენ.

 

  1. დამატენიანებელი წელიწადის ცივი დროის ადვილად გადატანაში დაგეხმარებათ

 

ზამთარში ჰაერი უფრო მშრალი ხდება. ამის გამო ცხვირის ლორწოვანი შრება, გისკდებათ ტუჩები და თვალები გექავებათ. იდეალურ მდგომარეობაში ჰაერის ტენიანობა 30–50%-ს უნდა შეადგენდეს. როცა ეს მაჩვენებელი 60%-ზე მეტია, შენობაში მტვრის ტკიპების და ობის გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება. ამან შეიძლება სუნთქვა გაართულოს. თუ მაჩვენებელი ნორმაზე დაბალია, სპეციალისტები დამატენიანებლის გამოყენებას გვირჩევენ, თუმცა მას სწორი მოვლა სჭირდება. მაგალითად, წყალი და ფილტრი ხშირად უნდა გამოიცვალოს.

 

  1. ორპირი ქარი გაციებას არ იწვევს

 

ოთახის განიავებას ლიმიტი არ აქვს. ორპირი ქარი ან კონდიციონერის ცივი ჰაერი გაციებას არ იწვევს. ამის მიზეზი ვირუსებია. რაც შეეხება ოპტიმალურ ტემპერატურას, მისი სტანდარტი არ არსებობს. ექსპერტები გვირჩევენ ეს მაჩვენებელი 20–24 °C-ზე შევინარჩუნოთ. ძილის დროს კი მისი დაწევაც შეიძლება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე შესაფერისი ტემპერატურა ძილისთვის დაახლოებით 18 °C.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი