logo_geo
ნინო ფურცელაძისა და ვაჟა ფშაველას სიყვარულის ისტორია - „საფლავშიც შენზე ვიფიქრებ, შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!“
- +

7 დეკემბერი. 2019. 21:58

 

ნინო ჭინჭარაული: „ბავშვობაში ეს საოცარი, ალბათ ბევრისთვის უცნობი ისტორია ამოვიკითხე ბებიაჩემის რვეულში... ,,ნინო ფურცელაძე ლამაზი ქალი ყოფილა, ვაჟა ჰყვარებია. ვაჟას უთქვამს: თქვენ მთაში ვერ გაძლებთ, მე კი ბარადო. ,,მე ვაჟას მეტს არავის გავყვებიო”, – უთქვამს და სიკვდილამდე უცდიდა თურმე. როცა გარდაცვლილა ნინო, დებს, მისივე თხოვნით, საფლავში ვაჟას ფოტოსურათი ჩაუყოლებიათ. როცა ქაშუეთში ვაჟას ცხედარი დაასვენეს (54 წლის იყო, როცა გარდაიცვალა), თმაგაშლილი და გაჭაღარავებული მანდილოსანი შევიდა, კართან ჩაიჩოქა და ტირილი აღმოხდა. მამაკაცებმა ერთმანეთს ანიშნეს, ბოლოში მდგარმა ხელი მოჰკიდა მოქვითინეს და ძლივს გაიყვანა ეზოში. ეს იყო ნინო, ამის შემდეგ დიდხანს აღარც უცოცხლია“.

 

ამ ისტორიას იხსენებს ვახტანგ რაზიკაშვილიც წიგნში „მამაჩემი ვაჟა ფშაველა“. როცა წავიკითხე, მოვიძიე ვინ იყო ნინო ფურცელაძე - როგორც გავარკვიე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის სკოლაში (ჩემი სოფელი, სადაც ერთი უბანია აზნაურების ანუ ფურცელაძეები უბანი) ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ვაჟას ძმა - ბაჩანა. პირველი მეუღლის გარდაცვალებით დამწუხრებული ვაჟა სწორედ მას სტუმრობდა და აქ გაუცნია ულამაზესი ნინო ფურცელაძე. უყვარდა-მეთქი, რომ ვიკითხე - ამბობენ, რომ არც ვაჟა იყო გულგრილი, მაგრამ იმდენად უყვარდა, ვერ გაიმეტა მთის მკაცრი პირობებისთვისო... ნინოს ორი და ჰყავდა... სწორედ მათ უანდერძა - იმ გულზე დამადეთ ვაჟას სურათი, რომელსაც ბოლო ამოსუნთქვამდე უყვარდაო. შეუსრულეს თხოვნა... სამწუხაროდ, ნინოს ფოტოს ვერ მივაკვლიე...

 

 

მაკო ფურცელაძე

 

 

big_banner
არქივი