logo_geo
„ტიტანიკის“ ჩაძირვამდე გადაღებული უნიკალური ფოტოები, რომელიც განადგურებას გადაურჩა
- +

21 დეკემბერი. 2019. 16:45

 

ინგლისური ლაინერი „ტიტანიკი“, რომელიც თავისი პირველი მოგზაურობის დროს აისბერგს დაეჯახა, მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი იყო.

 

„ტიტანიკი“ 1912 წლის  10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა, ხოლო გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 15 აპრილს, გამთენიისას აისბერგის შეჯახების შედეგად ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა. გემზე მყოფი 2 223 მგზავრიდან 1 517 ადამიანი დაიღუპა. თავისი მასშტაბებით „ტიტანიკის“ შემთხვევა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო კატასტროფაა.

 

ირლანდიელი მღვდელი და ფოტოგრაფი ფრენსის მერი ჰეგარტ ბრაუნი (Francis Mary Hegarty Browne) ამავე გემის მგზავრი იყო. ის „ტიტანიკით“ მგზავრობის  დროს გემს ფოტოებს უღებდა. სწორედ მისი უნიკალური კადრები შემორჩა მსოფლიოს, სადაც უდიდესი საკრუიზო ლაინერის კატასტროფამდე გადაღებული მომენტებია ასახული.

 

 

როგორც ცნობილია, ფრენსის ბრაუნის ბიძამ მას უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა, პირველი კლასის მოგზაურობა იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე დიდ გემზე. „ტიტანიკში“ ჩაჯდომის დღიდანვე ფოტოგრაფმა რამდენიმე ათეული სურათის გადაღება მოასწრო. ის იღებდა როგორც გემის შიდა ინტერიერს, ასევე მგზავრებს და მათ საქმიანობას. ამის გარდა, ფრენსის ბრაუნის კადრებში ასახულია ეკიპაჟის მრავალი წევრი და მათ შორის, გემის კაპიტანი ედვარდ სმიტი.

 

საინტერესოა, რომ ბრაუნი „ტიტანიკიდან“ მანამდე ჩამოვიდა, სანამ გემი დასავლეთისკენ გაეშურებოდა. ქალაქ კვინსტაუნში ახალი მგზავრების ასაყვანად გაჩერებული გემიდან  ფოტოგრაფი ნაპირს დაუბრუნდა.

 

მისი ფოტოები დღემდე დიდ ინტერესს იწვევს მნახველში.

 

 

 

ბარგის გადატანა

 

 

ტიტანიკის სამაშველო ნავი (№10) პორტსმუთში

 

 

გემის მგზავრი – 34 წლის ფიზკულტურის მასწავლებელი

 

 

ბავშვი ბზრიალათი თამაშობს, მის გვერდით მამამისი დგას

 

 

 

ქალი ტიტანიკის ბორტზე  ირლანდიურ მაქმანს ყიდის

 

 

სამკითხველო დარბაზი

 

 

საძინებელი ბრაუნის (ფოტოების ავტორის) აპარტამენტში

 

 

საძინებელი

 

 

პირველი კლასის სასადილო

 

 

უმცროსი რადიო ოპერატორი ჰაროლდ ბრაიდი

 

 

ბარგის გადატანა გემის გამგზავრებამდე

 

 

სასიგნალო ნათურების შემოწმება

 

 

ბუქსირი

 

 

ღუზის აწევა

 

 

მარცხნივ მდგომი ადამიანი კატასტროფის გმირი – ჯეკ ფილიპსია. შემთხვევის დროს ის ბორტზე დარჩა და მაშველები გამოიძახა. გემის ჩაძირვის შემდეგ მისი ცხედარი ვერ იპოვეს.

 

 

სხვა გემიდან გადაღებული “ტიტანიკი”

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი