logo_geo
როგორ უნდა მოვიპოვოთ თეთრი მეტალის ვირთხის კეთილგანწყობა
- +

1 იანვარი. 2020. 10:30

 

ჩვენი ახალი წლის მმართველი - თეთრი მეტალის ვირთხა მხოლოდ ცბიერი და სწრაფი კი არა, გამჭრიახიცაა. მას არ უყვარს გეგმებისა და სურვილების გამომზეურება. ზოგისთვის წლის დასაწყისში რთული იქნება, ემოციებთან გამკლავება და რთულ სიტუაციაში ახალ პირობებთან შეგუება გაუჭირდება. იყავით მეტად რეალისტურები და მოიცილეთ ილუზიები - ეს დევიზი ცხოვრების ყველა სფეროში გამოგადგებათ.

 

თეთრი ვირთხა ლიდერი და წინამძღოლია. მას სურს გარშემო ყველა და ყველაფერი დაიმორჩილოს. თუ ბრძნულად და პასუხისმგებლობით მოიქცევით, კატაკლიზმები არ მოხდება. უბრალოდ, შრომა უპირველესი უნდა გაიხადოთ, თუ გსურთ, წლის ჭირვეულ მბრძანებელს ასიამოვნოთ და ჯილდოც მიიღოთ. ნაკლები ლაპარაკი და მეტი მუშაობა. ასე მოთაფლავთ ჭკვიან, ინტუიციაგანვითარებულ ვირთხას.

 

2020 წელს კარგი იქნება ფულის დაბანდება წარმოებაში, პროექტებში, საქველმოქმედო ფონდებში. კარგი იქნება უძრავი ქონების შეძენა, სახლის აშენება, რემონტის გაკეთება. როგორ შევხვდეთ წლის მმართველი ვირთხის შემობრძანებას, რომ მთელი წელი იღბლიანი გვქონდეს? რა თქმა უნდა, დღესასწაულისთვის ინტერიერი უნდა მორთოთ, მოამზადოთ საჩუქრები ახლობლებისთვის, გემრიელი კერძებით გააწყოთ სუფრა, მოაწყოთ წვეულება და მხიარულება. მენიუში ყველაზე გემრიელი და მსუყე კერძები უნდა გქონდეთ. შიმშილს თეთრი ვირთხა ვერ აიტანს. სუფრაზე დაალაგეთ განსხვავებული კერძები - სასმელი, ხილი, ხორცი - თევზის, ფრინველის, ღვეზელები, პიცა და ხაჭაპური, თხილეული, შოკოლადი, კოქტეილები, წვენები და რა თქმა უნდა, ყველი.

 

როგორ შევხვდეთ 2020 წელს სწორად

 

თეთრ ვირთხას ღია ფერები უყვარს, გემრიელი კერძები და ლამაზი ინტერიერი. მასთან შესახვედრად თეთრ, ვერცხლისფერ ან მშვიდი ფერის სამოსში გამოეწყვეთ. ჩაცმულობაში ზომიერად გამოიყენეთ შავი ფერი. სასურველია აკურატულად, სილუეტის გამოკვეთით ჩაიცვათ. აქსესუარებიდან აირჩიეთ მბრწყინავი ბროშები, გულსაბნევები, თმის სამაგრები. შეგიძლიათ ვერცხლისფერი ქამარიც/ჰალტუხიც კი გაიკეთოთ. მეტალის ვირთხას მოსწონს ყველაფერი, რაც ბრწყინავს. კარგი იქნება, თუ ვერცხლისფერ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ.

 

ინტერიერში ვერცხლისფერი ნაძვის ხე დადგით. სასურველია, ბროლის სათამაშოებით მორთოთ ან ნატურალურით, ვირთხას ყველაფერი ეკოლოგიური უყვარს. სადღესასწაულო ინტერიერის შესაქმნელად უხვად გამოიყენეთ გვირგვინები, პუფები, სადღესასწაულო სანთლები, წვრილ-წვრილი დეკორის აქსესუარები. სუფრა ღია ფერის უნდა გქონდეთ, ჭურჭელი - ვერცხლისა და ბროლის, კლასიკური სტილის.

 

რას უნდა მოერიდოთ სადღესასწაულო მზადებისას

 

თუ ყველაფერ ზემოჩამოთვლილს ცრურწმენებს უწოდებთ, მთავარი წესები მაინც დაიცავით. ახალ წელს შეხვდით ისე, რომ მომდევნო 12 თვე გქონდეთ წარმატებული, ბედნიერი და კომფორტული.

 

აი, რამდენიმე რჩევა, რაც ახალი წლის ღამეს არ უნდა გააკეთოთ:

 

ჭურჭლის გარეცხვა, გატეხვა;

სუფრასთან კამათი, ჩხუბი;

სუფრაზე კერძების მცირე ულუფების დადება;

სადღესასწაულო სუფრიდან საჭმლის ნარჩენების გადაყრა;

ახალი წლის მარტოობაში აღნიშვნა;

ახალ წელს ცუდ განწყობაზე ყოფნა. უმიზეზოდაც კი გაიღიმეთ.

სასურველია, 2020 წელს მხიარულად, მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში შეხვდეთ. ამგვარად, ყველაფერ ცუდს განდევნით თქვენი ცხოვრებიდან და ბედნიერებასა და სიხარულს დაიბედებთ.

 

სად და ვისთან ერთად შევხვდეთ თეთრი ვირთხის შემობრძანებას

 

ვირთხას უყვარს დიდი წვეულება, ბევრი ხალხი, მხიარულება, გართობა. სასურველია ახალგაცნობილებთან ერთად შეხვდეთ ახალი წლის შემობრძანებას, დილამდე იცეკვოთ, იმხიარულოთ. ამასთანავე, ვირთხას ქარაფშუტასა და მფლანგველს ვერ ვუწოდებთ. რესტორანსა და სამეფო აპარტამენტებს, ახალი წლის შეხვედრა აგარაკზე ან მყუდრო ბინაში ამჯობინეთ. უფრო უკეთესია, თუ ახალ წელს კოლეგებთან ერთად შეეგებებით, კიდევ უფრო სახალისო იქნება მოგზაურობისას, ან ბუნებაში. ერთი სიტყვით, ადგილს - სახურავზე შეხვდებით ახალ წელს თუ ლიფტში - დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია იმხიარულოთ. თანაც, არც ბევრი ფულის ხარჯვა არაა საჭირო. მეგობრებმა შეგიძლიათ ფული შეკრიბოთ და ისე იმხიარულოთ.

 

თუ ყველა პირობას 31 დეკემბერს ვერ შეასრულებთ, ნუ დაღონდებით, ვირთხა რეალურად 2020 წლის 25 თებერვალს შემობრძანდება

 

რა სამოსით შევხვდეთ თეთრი ვირთხის წელს

 

ღია, მკვეთრი, მაგრამ არა მუქი, ნაცრისფერი ფერის სამოსი უნდა გეცვათ. მოერიდეთ ვეფხვის პრინტს, ვირთხას ეს არ მოეწონება. აუცილებლად გამოიყენეთ თაგუნას გამოსახულების გულსაბნევი, ბრელოკი ან ორნამენტი ჩაცმულობაში.

 

2020 წლის დიასახლის საყვარელი ფერებია: ნაცრისფერი, თეთრი, ნეფრიტისფერი, იასამნისფერი, ღია მწვანე და შავი.

 

ნუ გამოეწყობით ბაიკერივით. უმჯობესია, მოკრძალებულად და დახვეწილად გეცვათ. ფეხზე მოსახერხებელი და, რაც მთავარია, თბილი ფეხსაცმელი ჩაიცვით.

 

მანდილოსნები ნუ გადააჭარბებთ მაკიაჟის გამოყენებას. უპირატესობა მიანიჭეთ ტუშს; წითელ, ვარდისფერ ან სტაფილოსფერ პომადის ფერს. ვარცხნილობიდან გაიკეთეთ „კუდი“ ან გაისწორეთ თმა, რთულ ვარცხნილობებს არ გირჩევთ.

 

რა კერძები მოვამზადოთ ახალი წლისთვის

 

ახალი წლის დადგომამდე დეტალურად განიხილეთ სადღესასწაულო მენიუ. საჭმელზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ. გქონდეთ ყველაფერი, მაგრამ ცოტ-ცოტა: ბანანი, ანანასი, წითელი და შავი ხიზილალა. ვირთხა დიეტას არ იცავს. ამიტომ დელიკატესები და მსუყე საკვები თამამად მოამზადეთ. სუფრაზე აუცილებლად დადგით თხილი, მზესუმზირა. სასურველია, ვერცხლის ან ვერცხლისფერზოლიან ფიალაში. ვირთხას მარცვლეულიც ძალიან უყვარს. თუ ახალ წელს ფლავის ან ფაფების გაკეთებას არ აპირებთ, სიმბოლურად, პატარა ფიალით მიიტანეთ სუფრაზე ქერი ან ბრინჯი.

 

რომელ პროდუქტებზე უნდა ვთქვათ უარი

 

საახალწლო სუფრაზე მოერიდეთ ზედმეტად არომატული სანელებლებისა და ჩაის მიტანას. აგრეთვე, კომბოსტოს კერძებს. თაგვი ვერც გადამეტებულ ალკოჰოლს იტანს. უპირატესობა მიანიჭეთ კოქტეილებს, ყავას ან ხილის წვენებს.

 

როგორ მოვრთოთ საახალწლო სუფრა

 

მაგიდას თეთრი სუფრა გადააფარეთ. აუცილებლად მოათავსეთ სუფრაზე ვირთხის ფიგურა. მაგიდაზე სარკისებრი და მბრწყინავი ჭურჭელი დაალაგეთ.

 

2020 წლის აქტუალური საჩუქრები

 

საჩუქრებს მარტო ბავშვები კი არა, უფროსებიც მოუთმენლად ელოდებიან. კარგი და გემრიელი საჩუქარია ძვირად ღირებული ყველის თავი ან ყველის ასორტის კალათა. ვირთხას ასიამოვნებთ, თუ პრაქტიკულ, გამოსაყენებელ ნივთებს დაარიგებთ. აგრეთვე, საჩუქარმა უნდა გაგვიუმჯობესოს განწყობა, ჯანმრთელობა.

 

ყველა საჭირო და იაფი საჩუქარიც კი მიიღეთ გულით და სიხარულით. გახსოვდეთ, ვირთხა ეკონომიურია და ძვირფას საჩუქრებს ნუ ელით. არსებობს საჩუქრები, რომელიც ვირთხის წელიწადში არავის არ უნდა აჩუქოთ. ასეთებია: კნუტი  ცოცხალი და სათამაშო, ძაღლის ან მელიის გამოსახულებიანი ფიგურები, დეკორატიული თაგვი ან ვირთხა, წვრილი გამოუსადეგარი ნივთები, მინის წვეტიანი აქსესუარები, პარფიუმერია და კოსმეტიკა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი