logo_geo
15 ორიგინალური საჩუქრის იდეა
- +

1 იანვარი. 2020. 14:52

 

ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია. მეგობრისთვის საუკეთესო საჩუქარი კი თქვენი ხელით შექმნილი იდეაა. გთავაზობთ ორიგინალურ და მარტივ იდეებს საჩუქრების შესაქმნელად.

 

  1. შეფუთვის გაფორმება

 

 

შეფუთვის მოხატვა და მორთვა ზოგჯერ საჩუქარზე მნიშვნელოვანიც კი ხდება. თუ თქვენს მეგობარს მანქანები უყვარს, მანქანა დაუხატეთ, მუსიკოსს - ნოტები და ა.შ.

 

  1. საუკეთესო მოგონებების ქილა

 

ასეთი საჩუქარი შეგიძლიათ მოუმზადოთ შეყვარებულს, მშობლებს, მეგობარს. პატარა ფურცლებზე დაწერეთ სურვილები და ლამაზ ქილაში მოათავსეთ.

 

  1. ზამთრის ნაკრები

 

ის შეგიძლიათ თავად დაამზადოთ. ყუთში შეაგროვეთ ის ნივთები, რომლითაც მეგობარს გაახარებთ.

 

  1. სასუსნავების ქილა

 

 

უბრალო ქილაც კი შეგიძლიათ გაავსოთ კანფეტებით, მარმელადით, შოკოლადის დრაჟეებითაც კი და მორთოთ საახალწლო სტილში.

 

  1. ბანალური სანთლები

 

 

მორთეთ დარიჩინის ჩხირებით, საახალწლო ატრიბუტებით. ეს რომანტიკული საჩუქარიცაა.

 

  1. ორიგინალური კარტი

 

 

თუ აზარტული მეგობარი გყავთ, ნაყინის ჩხირებისგან კარტი გაუკეთეთ. 

 

  1. ზეთი, როგორც ხელოვნების ნიმუში

 

 

მინის ქილაში, ბოთლში მოათავსეთ წიწაკა, ნიორი, ქონდარი, ლიმონის ცედრა, შეავსეთ ზეთით და დიზაინერული საჩუქარიც მზადაა.

 

 

  1. დათბილული ფეხები

 

 

ზამთარში, როცა სითბო და სიმყუდროვე გვჭირდება. განსაკუთრებულად საყვარელია ცხოველების გამოსახულებიანი ოთახის ჩუსტები. 

 

  1. მანდარინის გვირგვინი

 

 

ახალ წელს ციტრუსის არომატი განსაკუთრებულ ეფექტს სძენს. მანდარინის გვირგვინი კი ორიგინალური საჩუქარია. 

 

  1. უჩვეულო ჭიქა

 

 

უბრალო ჭიქასაც კი გააკოხტავებთ, თუ ფერად და ორიგინალურ შალითას მოუქსოვთ. 

 

  1. ბალიში-ცხოველი

 

 

მოგზაურობის დროსაც გამოგადგებათ და ოთახში დეკორსაც შეგიქმნით.

 

 

  1. პირსახოცის დათუნია


 

პირსახოცი მუდამ საჭიროა. მისგან შეგიძლიათ დათუნია ან სხვა ცხოველიც კი დაამზადოთ. 

 

  1. მოსაწყენი ბოთლები

 

 

ლუდის ბოთლიც კი საყვარელი გამოჩნდება, თუ მას საახალწლოდ მორთავთ.

 

  1. ჩაის ნაძვის ხე

 

 

 

ერთჯერად ჩაის პაკეტებს თუ სკოჩით მუყაოს მილზე მიამაგრებთ, ორიგინალური ნაძვის ხე გამოგივათ. 

 

  1. ჩანთა-შარვალი

 

 

თუ ქსოვა გეხერხებათ, ასეთი ორიგინალური შარვლის მოქსოვა არ გაგიჭირდებათ. მასში კი სასაჩუქრე ღვინის ბოთლებს მოათავსებთ.

 

big_banner
არქივი