ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია. მეგობრისთვის საუკეთესო საჩუქარი კი თქვენი ხელით შექმნილი იდეაა. გთავაზობთ ორიგინალურ და მარტივ იდეებს საჩუქრების შესაქმნელად.
შეფუთვის მოხატვა და მორთვა ზოგჯერ საჩუქარზე მნიშვნელოვანიც კი ხდება. თუ თქვენს მეგობარს მანქანები უყვარს, მანქანა დაუხატეთ, მუსიკოსს - ნოტები და ა.შ.
ასეთი საჩუქარი შეგიძლიათ მოუმზადოთ შეყვარებულს, მშობლებს, მეგობარს. პატარა ფურცლებზე დაწერეთ სურვილები და ლამაზ ქილაში მოათავსეთ.
ის შეგიძლიათ თავად დაამზადოთ. ყუთში შეაგროვეთ ის ნივთები, რომლითაც მეგობარს გაახარებთ.
უბრალო ქილაც კი შეგიძლიათ გაავსოთ კანფეტებით, მარმელადით, შოკოლადის დრაჟეებითაც კი და მორთოთ საახალწლო სტილში.
მორთეთ დარიჩინის ჩხირებით, საახალწლო ატრიბუტებით. ეს რომანტიკული საჩუქარიცაა.
თუ აზარტული მეგობარი გყავთ, ნაყინის ჩხირებისგან კარტი გაუკეთეთ.
მინის ქილაში, ბოთლში მოათავსეთ წიწაკა, ნიორი, ქონდარი, ლიმონის ცედრა, შეავსეთ ზეთით და დიზაინერული საჩუქარიც მზადაა.
ზამთარში, როცა სითბო და სიმყუდროვე გვჭირდება. განსაკუთრებულად საყვარელია ცხოველების გამოსახულებიანი ოთახის ჩუსტები.
ახალ წელს ციტრუსის არომატი განსაკუთრებულ ეფექტს სძენს. მანდარინის გვირგვინი კი ორიგინალური საჩუქარია.
უბრალო ჭიქასაც კი გააკოხტავებთ, თუ ფერად და ორიგინალურ შალითას მოუქსოვთ.
მოგზაურობის დროსაც გამოგადგებათ და ოთახში დეკორსაც შეგიქმნით.
პირსახოცი მუდამ საჭიროა. მისგან შეგიძლიათ დათუნია ან სხვა ცხოველიც კი დაამზადოთ.
ლუდის ბოთლიც კი საყვარელი გამოჩნდება, თუ მას საახალწლოდ მორთავთ.
ერთჯერად ჩაის პაკეტებს თუ სკოჩით მუყაოს მილზე მიამაგრებთ, ორიგინალური ნაძვის ხე გამოგივათ.
თუ ქსოვა გეხერხებათ, ასეთი ორიგინალური შარვლის მოქსოვა არ გაგიჭირდებათ. მასში კი სასაჩუქრე ღვინის ბოთლებს მოათავსებთ.