logo_geo
ამერიკული ოჯახი 35 წელია ერთსა და იმავე ნაძვის ხეს რთავს
- +

1 იანვარი. 2020. 15:27

 

კალიფორნიის შტატში მცხოვრები ოჯახი 35 წელია ერთსა და იმავე ნაძვის ხეს რთავს. ამის შესახებ „Daily Mail“ წერს.

 

ჯინა და ჯო მისტერეტებმა 1983 წელს 20 დოლარად 60-სანტიმეტრიანი ფიჭვი იყიდეს. მათ ხე სახლში მიიტანეს და საახალწლო სათამაშოებით მორთეს.

 

როდესაც დღესასწაული დასრულდა, მათ მომავალ წლამდე ხის გაზრდა გადაწყვიტეს და ქოთანში ჩარგეს. მას შემდეგ მისი მორთვა საშობაო ტრადიციად იქცა.

 

ფიჭვი ახლა 130 კილოგრამს იწონის. ჯინა და ჯო აპირებენ, ხე ერთ-ერთ შვილს დაუტოვონ.

 

 

 

 

big_banner
არქივი