logo_geo
13 სასარგებლო საახალწლო ხრიკი
- +

2 იანვარი. 2020. 15:50

 

ბევრი არ დარჩა ახალ წლამდე. ასე რომ, დროა, დავიწყოთ ნელ-ნელა მზადება.

გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ, მარტივად გაუმკლავდეთ დღესასწაულებს და ამასთან შეიქმნათ ნამდვილი საახალწლო განწყობა.

 

საახალწლო ლაიფჰაკები

 

იმისათვის, რომ ნაძვის ხე ფუმფულა გამოვიდეს, გამოიყენეთ მოსართავად მწვანე გირლანდა. თან გაუკეთე ღერძთან რაც შეიძლება ახლოს.

  

 

ნაძვის ხე შეგიძლიათ მორთოთ რითაც მოგესურვებათ. ჩვეულებრივი ტომრითაც კი ის ლამაზი გამოვა.

 

 

ნაძვის ხე ბევრად ლამაზი გამოვა, თუკი მანათობელ გირლანდას ღერძთან ახლოს გაუკეთებთ.

 

 

იმისათვის, რომ შამპანურს შხეფები არ გაუქრეს, უბრალოდ დაუმატეთ ბოთლში ერთი ცალი ქიშმიში.

 

 

ნაძვის ხის სათამაშოების შესანახად გამოგადგებათ პლასტიკატის, ერთჯერადი ჭიქები.

 

 

წვრილი სათამაშოები კი კვერცხის ყუთებში შეინახეთ.

 

 

ნაძვის ხის სათამაშოები რომ ადვილად არ გატყდეს, წაუსვით მათ ფრჩხილების ლაქი.

 

 

საახალწლო ბურთები და სათამაშოები ჩვეულებრივ ჭაღს სადღესასწაულო მოსართავად გადააქცევს.

 

 

 

იმისათვის, რომ გირლანდა არ აიბურდოს, შეინახეთ ის ამ წესით: დაახვიეთ ტანსაცმლის საკიდზე.

 

 

გიყვარს მზადება? მაშინ სცადე უცნაური ნაძვის ხის სათამაშოების გამოცხობა. 2 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა წმინდა მარილი და 250 გ თბილი წყალი კარგად აურიეთ, მოზილეთ ისეთი ცომი, რომ ხელებზე არ გეკვროდეთ და გამოძერწეთ სხვადასხვა ფიგურები, გაუკეთეთ ორცხობილას ნახვრეტი, რათა შემდეგ გაუყაროთ ლენტი და დაკიდოთ ნაძვის ხეზე. შედგით 80 გრადუს ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. სათამაშოები დაფარეთ ლაქით.

 

 

საინტერესო ნაძვის ხის მოსართავი, რომლის მოქსოვაც თავად შეგიძლიათ. ასეთი ნაძვის ხის სათამაშოები შეგიძლიათ ახლობლებს საახალწლოდაც აჩუქოთ.

 

 

ესაც ბიუთი-ლაიფჰაკი: საახალწლო მანიკიური, რომელსაც წებოვანი ლენტის მეშვეობით გაიკეთებთ.

 

 

სხვათა შორის, ნაძვის ხე შეიძლება არა მხოლოდ ჩვეულებრივი იყოს, არამედ შესაჭმელიც.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი