logo_geo
ქართველი ემიგრანტი, რომელიც მრავალი წლის შემდეგ ახალ წელს სამშობლოში შეხვდა
- +

5 იანვარი. 2020. 17:55

 

ქუთაისში მცხოვრები, ქეთი გვენცაძე „პრაიმტაიმს“ თავის განცდებზე უყვება, რომელის 10 წლიანი ემიგრაციაში ყოფნის დროს ჰქონდა წინასაახალწლოდ. ის წელს დიდხნიანი ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ პირველად შეხვდება ახალ წელს სამშობლოში საკუთარ ოჯახში.

 

„ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ემიგრაციაში გავატარე. ძალიან რთულია როდესაც, ამდენი წლის განმავლობაში მიატოვებ ოჯახს. ვერ ხედავს შენი შვილები, როგორ იზრდებიან, როდის სტკივათ და როდის სცივათ. ყველა რთული დღეებია, როდესაც შენი ოჯახის წევრები და ახლობლები დღესასწაულზე ერთად იკრიბებიან, შენ კი მათ გვერდით არ ხარ. წარმოსახვითა და ფანტაზიებით მიწევდა ცხოვრება მაგრამ ემიგრაციაში შენი თავის პატრონი პირველ რიგში შენ ხარ, ამიტომ ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ყოველივე ამას გაუმკლავდე. არ არსებობს წუთი, წამი, როდესაც შენს ოჯახზე და შვილებზე არ ფიქრობ.  ყოველი შეტყობინების ხმაზე, გულში გამკრავდა, ხომ მშვიდობა არის და ნეტა რამე ხომ არ უჭირთ ჩემებს-თქო. ათი წელი გავიდა წამებაში, მონატრებაში, შიშში და მონობაში. მიუხედავად იმისა, რომ კარგ ოჯახში ვიყავი, ჩემს დარდს მაინც ვერავინ მიმსუბუქებდა. მტკიოდა ჩემი სამშობლოს ბედიც... მეგონა სადღესასწაულო გრძნობა ჩამკვდარი იყო ჩემში მაგრამ არაა. თურმე ცოცხალია და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემს ოჯახში და ახლობლების წრეში შევხვდები ახალ წელს. იქ სადღესასწაულო დღეები არ მახსენდება მაინცდამაინც, რადგან ჩემი გული სამშობლოში იყო. მხოლოდ სხეულით ვიყავი ათენში. ამის გამო ხშირად უსაყვედურიათ, რომ ასე არ შეიძლება ცოტა უნდა გაიღიმო და საკუთარ თავზეც იფიქროო“, - ამბობს ქეთი გვენცაძე.

 

მისი თქმით, სხვა ქვეყანაში გატარებული ახალი წლები და ან თუნდაც სხვადასხვა დღესასწაულები ყველა ემიგრანტში სევდას იწვევს. ახლა იმაზე წუხს, რომ იმავე გზის გავლა უწევთ შვილისა და რძალს.

 

„ახლა ისინი წავიდნენ ემიგრაციაში და მე შვილი უნდა გავუზარდო, რა ვქნა, ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება. ქუთაისს ისეთი გაჭირვების ელფერი დაჰკრავს როგორითაც დავტოვე“, - ამბობს ქეთი გვეცნაძე.

 

მისი მთავარი საახალწლო სურვილია, რომ არცერთ ქართველს არ დასჭირდეს, როგორც ქეთის, სხვის ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი