logo_geo
ალბათ არასოდეს დაფიქრებულხართ, თუმცა...
- +

6 იანვარი. 2020. 21:59

 

1896 წელს ვინმე ერნესტ ბრიუნერს თავისი ველოსიპედის საბურავებისთვის სპეციალური დამცავები რომ არ დაეყენებინა, ვინ იცის, იქნებ საახალწლოდ ქალაქიდან გასვლა და ნათესავების მონახულება ვერც მოგვეხერხებინა.

 

ალბათ არასოდეს დაფიქრებულხართ, თუმცა ავტომობილით კომფორტული გადაადგილებისთვის წარმოგიდგენიათ რამდენმა ადამიანმა იშრომა. რამდენი წელი დაიხარჯა ჩვენზე ზრუნვაში, რათა თოვლიან გზებზე უსაფრთხო გადაადგილება შეგვძლებოდა.

 

პირველი, შედარებით სრულყოფილი, ზამთრის საბურავი 1934 წელს, ფინეთში შეიქმნა. მისი დამზადებისას რეზინის ახალი სახეობა გამოიყენეს, რომელიც არ იმსხვრეოდა და ყინვის დროს ელასტიურობას ინარჩუნებდა. უფრო მოგვიანებით ამერიკელმა ძმებმა შენობებმა იმუშავეს და ზამთრის მკაცრი პირობების გასამკლავებლად საბურავების სრულიად ახალი პატენტი, მეტალის ეკლებიანი საბურავები დაამზადეს. თანამედროვე, სრულიად გამართული საბურავები კი 1960 წლიდან გამოჩნდნენ.

 

 

 

big_banner
არქივი