logo_geo
კატა პატრონს ორი დღის განმავლობაში ატერორებდა და სამზარეულოდან არ უშვებდა
- +

22 იანვარი. 2020. 19:19

 

რუსეთის ქალაქ არხანგელსკში ქალი ორი დღის განმავლობაში საკუთარ კატას ჰყავდა „დატყვევებული“.

 

სამზარეულოს დატოვების ყოველი მცდელობისას, კატა ქალს თავს ესხმოდა და აიძულებდა, ისევ სამზარეულოში შებრუნებულიყო.

 

ქალაქის სამაშველო სამსახურს მოქალაქემ მიმართა და აცნობა,  რომ ერთ-ერთ ქუჩაზე, მრავალსართულიანი სახლთან გავლისას, შენიშნა ქალი, რომელიც მესამე სართულზე, ფანჯარასთან იმყოფებოდა და შველას ითხოვდა – იძახდა, რომ „გაცოფებული“ კატა სამზარეულოდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

 

ადგილზე მისული მაშველები კიბით ავიდნენ მესამე სართულის ფანჯრამდე, იქიდან სამზარეულოში შეაღწიეს, შემდეგ კატა საწოლის გადასაფარებლით დაიჭირეს და გალიაში მოთავსებული დაუბრუნეს პატრონს.

 

უცნობია, რით განარისხა პატრონმა კატა, რამ „გააცოფა“ იგი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი