logo_geo
„ერთ წელიწადში სიმსივნეს დავამარცხებთ!“ - ებრაელი მეცნიერების ახალი აღმოჩენა
- +

24 იანვარი. 2020. 13:16

 

ისრაელის ფარმაცევტული კომპანია „Accelerated Evolution Biotechnologies“ ერთ წელიწადში აპირებს წარმოადგინოს „სრულფასოვანი წამალი სიმსივნის განსაკურნებლად“. კომპანიის წარმომადგენლის დენ არიდორის თქმით, ეს რევოლუციური გარღვევა იქნება:

 

„ჩვენი წამალი პირველივე დღიდან შედეგიანი იქნება, მისი ეფექტი რამდენიმე კვირას გაგრძელდება, თავად პრეპარატს კი მინიმალური გვერდითი ეფექტიც არ ექნება და ბევრად იაფი ეღირება, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა სახის სამკურნალო საშუალებები“.

 

კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი პრეპარატის სახელწოდება იქნება MuTaTo, რაც ნიშნავს „მრავალმიზნობრივ ტოქსინს“. ის სიმსივნურ უჯრედებს ამარცხებს ერთდროულად რამდენიმე პეპტიდით - ამინომჟავებისგან შემდგარი ერთგვარი ჯაჭვით. ასეთი მრავალმხრივი შეტევა, რომელიც ჰგავს იმას, თუ როგორ ებრძვის ანტიბიოტიკი ვირუსს, ეფექტური მკურნალობის განარტია. პეპტიდების კომბინაცია საშუალებას იძლევა, საბოლოოდ განადგურდეს სიმსივნური უჯრედები და არ მოხდეს მათი მუტაცია, არ განვითარდეს წამლებისადმი რეზისტენტურობა. უფრო მეტიც, MuTaTo-ს მეთოდს აქვს უნარი, იპოვოს მიდგომა კონკრეტული პაციენტის სიმსივნის ტიპთან. პაციენტს გაუკეთებენ ბიოფსიას, შემდეგ კი თითოეულისთვის შეადგენენ ინდივიდუალურ სამკურნალო კოქტეილს.

 

ამ ეტაპზე კომპანიაში პირველი კვლევითი ექსპერიმენტი დაასრულა თაგვებზე. მეცნიერებმა მოახერხეს, რომ შეეჩერებინათ ადამიანური სიმსივნური უჯრედების ზრდა და არ დაეშვათ ჯანსაღ უჯრედებზე გვერდითი ეფექტების გამოვლენა. სულ მალე კლინიკური ცდები იგეგმება. თუმცა იმისათვის, რომ პრეპარატი ლაბორატორიიდან ბაზარზე გამოვიდეს, 1-დან 5 წლამდეა საჭირო.

 

 

 

big_banner
არქივი