logo_geo
რატომ უწოდებდნენ ქართველებს მუსლიმი კავკასიელები „კეთილ მტრებს“
- +

24 იანვარი. 2020. 15:40

 

XII-XIII საუკუნეებში საქართველოს სამეფო იმდენად ძლიერი იყო, შეეძლო სრულიად კავკასია და დაეპყრო და მისი დროშის ქვეშ გაეერთიანებინა.

როგორც კავკასიოლოგები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ შეძლო დაემარცხებინა ყველა ადგილობრივი მტერი, არ დაიქვემდებარა მთლიანი კავკასია.  საქართველოს სამეფოს შეეძლო, ქართველები ჩაესახლებინა დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე და ამით გაეძლიერებინა გავლენა მთელ კავკასიაში.

 

საქართველოს სამეფო, როდესაც რომელიმე კავკასიურ ქვეყანას იპყრობდა, უწესებდა ხარკს და მმართველად, მათდამი ლოიალურად განწყობილ ადგილობრივ დიდგვაროვანს ტოვებდა.

მეცნიერებს ამის დასადასტურებლად დავით აღმაშენებლის დროს შირვანის დაპყრობა (ახლანდელი აზერბაიჯანის) მოჰყავთ მაგალითად.

 

 

დავით აღმაშენებლის დროს როდესაც ქართველებმა დაიპყრეს შირვანი, მათ ქვეყანა ვასალ-სახელმწიფოდ დატოვეს და არ უცდიათ შირვანის საქართველოსათვის შემოერთება, რისი ძალაც და შესაძლებლობა გააჩნდათ ქართველებს.

 

ასევე მოიქცნენ ქართველები, როცა სელჯუკებისაგან გაათავისუფლეს აღმოსავლეთ სომხეთი XII საუკუნეში: ქართველებმა დატოვეს ვასალი-სახელმწიფო, რომელსაც ზაქარიანები მართავდნენ.

 

 საქართველო იერთებდა მხოლოდ იმ მიწებს, რომელიც მისი ისტორიული კუთვნილება იყო და ბედის უკუღმართობით იყო დაკარგული ან მიტაცებული.

 

როგორც შუა საუკუნეების არაბი ისტორიკოსი ჰასან ალი იბნ ალ-ისირი წერდა, კავკასიელმა მუსლიმებმა ქართველებს „კეთილი მტრები“ შეარქვეს. რადგან უკვირდათ, თუ რატომ ითხოვდნენ ქართველები მცირე ხარკს, როცა ქვეყანა დაპყრობილი ჰქონდათ და შეეძლოთ, ბევრად მეტი მოეთხოვათ.

 

 

თამარის მეფობისას, საქართველოს სამეფოს არაქართველი მოსახლეობა, ვასალი -სახელმწიფოების მოსახლეობის ჩათვლით, 4-ჯერ აღემატებოდა საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ქართულ მოსახლეობას.

 

მეცნიერებმა რამდენიმე ჰიპოთეზა წამოაყენეს, თუ რატომ აწარმოებდა ასეთ პოლიტიკას დაპყრობილი ქვეყნების მიმართ საქართველო. ანუ რატომ იყო ასეთი გულმოწყალე საქართველო დამარცხებული მეზობლების მიმართ.

 

ერთ-ერთი ვერსიით,  ქართველებს ადამიანური რესურსი არ ჰყოფნიდათ, რათა დაპყრობილ ტერიტორიაზე ქართველები ჩაესახლებინათ.

 

მეორე ვერსიით ქრისტიანი, მორწმუნე ქართველი მეფეები თვლიდნენ, რომ სხვისი მიწების მიტაცება არ იქნებოდა ქრისტიანული და ჰუმანური საქციელი.

 

სხვა ვერსიით, ქართველი მეფეები ჭკვიანი პოლიტიკოსებიც იყვნენ და არაფერში სჭირდებოდათ დაჩაგრულის მდგომარეობაში მყოფი მეომარი კავკასიური ეთნოსები. ერჩივნათ, მათ მიერ ხელდასხმულ ადგილობრივ დიდგვაროვან მმართველს ემართა დამარცხებული ვასალი-სახელმწიფო და მისგან ხარკი აეღო ყოველგვარი ომის გარეშე.

 

სხვა ვერსიით, საქართველოს ჭკვიან მეფეებს სურდათ, გარშემო ჰქონოდათ ბუფერული ზონები ვასალი-სახელმწიფოების სახით, რომლებიც მტრის შემოჭრისას პირველ დარტყმას საკუთარ თავზე აიღებდნენ, რაც ქართველ მეფეებს საშუალებას მისცემდა ქვეყანა საბრძოლველად მოემზადებინათ და მტერს მტრულად დახვედროდნენ.  

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი