logo_geo
ჩარლი ჩაპლინის უცნაური საჩუქარი
- +

24 იანვარი. 2020. 15:50

 

ერთხელ ნიუ-იორკის მეტროში მგზავრობის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ჩარლი ჩაპლინმა ჯიბეში ოქროს საათი აღმოაჩინა. რადგან ვერაფრით გაიგო, საიდან მოხვდა ეს ძვირფასი ნივთი მასთან, გადაწყვიტა საათის პოლიციაში ჩაბარება. ასეც მოიქცა.

 

მეორე დღეს მიიღო ანონიმური წერილი: „ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, გწერთ პროფესიონალი ჯიბის ქურდი. გუშინ მეტროში ვიღაცას ჯიბიდან ამოვუღე შესანიშნავი ოქროს საათი, შემდეგ თქვენ დაგინახეთ და საათი ჯიბეში ჩაგიდეთ, იმიტომ, რომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა თქვენთვის საჩუქარი“.

 

პოლიციამ დიდხანს ეძება საათის პატრონი და რადგან ვერ იპოვა, ჩარლი ჩაპლინს დაუბრუნა. ამ ამბავმა დიდი რეზონანსი მოჰყვა გაზეთებში.

 

ცოტა ხნის შემდეგ ჩარლიმ კიდევ ერთი ანონიმური წერილი მიიღო: „ძვირფასო მისტერ ჩაპლინ, ერთი წლის წინ მე ვიმგზავრე მეტროთი და მომპარეს ოქროს საათი. ამის გამო ძლიერ ვინერვიულე, მაგრამ ახლა, როცა წავიკითხე, რომ ჯიბის ქურდმა ის თქვენ გაჩუქათ, მინდა, რომ საათი თქვენთან დარჩეს. და რადგან მეც თქვენი ტალანტის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, წერილთან ერთად მაგ საათისთვის გიგზავნით ოქროს ძეწკვს“.

 

 

 

big_banner
არქივი