logo_geo
სტალინის ბოლო სიყვარული
- +

25 იანვარი. 2020. 18:48

 

 

 

მრავალი წლის განმავლობაში  გენერალისიმუს სტალინის საქმე დევს კრემლის კედლებში. მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოთი ინტერსდებიან არა მხოლოდ ისტორიკოსები. სოციალურ ქსელებში ხშირად დავობენ, თუ ვინ იყო საბჭოთა დიქტატორის ბოლო სიყვარული.

 

 

„ფეისბუქის“ გვერდზე, ცნობილი ტელეჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი უარყოფს ვერსიას, რომ ლიდერის ბოლო სიყვარული იყო მომღერალი ნატალია შპილერი, რომელმაც არ დამალა სტალინთან ურთიერთობა. მან საოცარი რამეებიც მოყვა: მისი ინფორმაციით, სტალინს ვასილი კაჩალოვის პორტრეტი ეკიდა სახლში, თუმცა, მის სპექტაკლზე არასდროს ყოფილა. მას უბრალოდ მოსწონდა კაჩალოვის პორტრეტი.

 

ამბობენ, რომ ნატალია შპილერი წელიწადში ორჯერ მიდიოდა სტალინის საფლავზე, ერთი დაბადების და მეორე გარდაცვალების დღეს. საფლავთან ახლოს არავის არ უშვებდნენ და ასე იდო მარტოხელა თაიგული კრემლის კედელთან.

 

მაგრამ ანდრეი კარაულოვი ამტკიცებს, რომ სტალინი უზომოდ იყო შეყვარებული დიდი თეატრის მომღერალ ვერა დავიდოვაზე. ლიდერი არ აცდენდა მის სპექტაკლებს, ის ეძებდა დავიდოვაში იმ სიყვარულს, რაც მას არ ჰქონდა ნადეჟდა ალილუევასთან ქორწინებაში.

 

დავიდოვა დაქორწინებული იყო ქართველზე, როგორც ჭეშმარიტმა ქართველმა მეუღლემ, მან სტალინს უარი უთხრა. ამისათვის ლიდერმა საქართველოში გამოაგზავნა იგი და მთელი ომის განმავლობაში ვერა დავიდოვა მღეროდა თბილისის ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.

 

 

 

 

 

 

ანალოგიურად, დავიდოვამ უარი თქვა მარშალ ტუხაჩევსკიზე. მარშალს იმავე თვეებში ჰქონდა ფლირტი დავიდოვასთან.

 

კარაულოვი წერს: მე ვუყურე ფილმს ტუხაჩევსკის შესახებ, ​​რის გამოც მწყობრიდან გამოვედი, დავიდოვა ფილმში თავად მივიდა ეჟოვთან შინაგან საქმეთა კომისარიატში, მარშალზე სასაუბროდ, არადა, ეს ყველაფერი პირიქითაა! ეს ასე არ იყო, მე ვიცნობდი დავიდოვას, ამ ფილმის ნახვის მერე ის მეორედ მოკვდებოდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი