logo_geo
სახიფათო „დედები“ - რატომ ჭამს ზაზუნა თავის ნაშიერს
- +

26 იანვარი. 2020. 16:50

 

სტრასბურგის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი დასავლეთ ევროპაში მობინადრე ზაზუნებით (Cricetus Cricetus) დაინტერესდა და იმ მიზეზების გამოკვლევა დაიწყო, რის გამოც ეს ცხოველები გადაშენების პირას იმყოფებოდნენ.

 

მკვლევარებმა მათზე დაკვირვება აწარმოეს და საკმაოდ საგულისხმო დასკვებიც გააკეთეს:

 

საქმე იმაშია, რომ ადრე, საკვლევ ტერიტორიაზე, ზაზუნებს საკმაოდ მრავალფეროვანი კვების რაციონი ჰქონდათ. ისინი იკვებებოდნენ მარცვლეულით, მწერებით, ხილით, ბოსტნეულით... ადამიანთა მიერ სასოფლო-სამეურნეო აქტივობამ კი, მათი გარემო შეცვალა. შესაბამისად, ზაზუნების კვების რაციონი ძალიან მწირი გახდა - ძირითადად სიმინდი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასეთმა ერთფეროვანმა კვებამ მათ ორგანიზმში ვიტამინი B3-ის (ნიაცინი) დეფიციტი გამოიწვია.

 

ცნობილია, რომ B3 ტიპის ვიტამინის (ნიაცინის) დეფიციტი ადამიანის ორგანიზმში ხანგრძლივი არასრულფასოვანი კვების შედეგად იჩენს ხოლმე თავს და იწვევს პელაგრას სახელით ცნობილ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს დიარეა, ფსიქოზი, ჭკუასუსტობა, შფოთვა, ეჭვიანობა, ასევე მენტალური და ფიზიკური მოდუნება (შენელება). ყოფილა შემთხვევები, რომ ამ დაავადებით რეგისტრირებულ ადამიანებში დაფიქსირებულა კანიბალიზმი, სუიციდი ან მკვლელობები.

 

კვლევის შედეგად, სტრასბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზაზუნები, რომლებიც „სიმინდის დიეტაზე" არიან, საკუთარი ნაშიერის ჭამას იწყებენ (ეს იყო მათი გადაშენების მიზეზი). როცა მათ რაციონში ვიტამინი B3 ემატება, ისინი ამ საქციელს თავს ანებებენ.

 

ცნობისათვის, საკუთარ ნაშიერს არამხოლოდ დასავლეთ ევროპაში მობინადრე ზაზუნა მიირთმევს. ზოგადად, რთულია, ამ მღრღნელმა, თუნდაც ოჯახის პირობებში, „შვილები“ შეინარჩუნოს, თუ პატრონი ახალდაბადებულთა გადასარჩენად განსაკუთრებულ ყურადღებას არ გამოიჩენს. მიზეზი, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც ზაზუნას კვების რაციონია. 

 

 

 

big_banner
არქივი