logo_geo
„ემფაიერ სთეით ბილდინგი“ - ამერიკის საუკეთესო მონუმენტის ისტორია
- +

26 იანვარი. 2020. 17:36

 

არტ-დეკოს სტუდიის შედევრი და მსოფლიოს სიმბოლო ნიუ-იორკის „ემფაიერ სთეით ბილდიგნი“ 1994 წელს, „სამშენებლო ინჟინერიის ამერიკულმა ასოციაციამ“ (სიია) თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად დაასახელა.

 

სიის შედგენისას ასოციაციამ პატივი მიაგო თანამედროვე საზოგადოებას, რომელიც შეუძლებელს აკეთებს, მიუწვდომელ სიმაღლეებს სწვდება და რომლისთვისაც არ არსებობს გამოთქმა: „ამის გაკეთება შეუძლებელია“. ეს სიტყვები, „ემფაიერ სთეით ბილდინგსაც“ მიესადაგება. მართალია, ის უკვე აღარ არის მსოფლიოს უმაღლესი შენობა, მაგრამ ყველა ცნობს. სიია-ს თქმით ამ შენობამ გარკვეული სტანდარტი დაამკვირდა, რომლის მიხედვითაც ცათამბჯენს აფასებენ.

 

ნიუ-იურკში მე-5 ავენიუზე, 34-ე ქუჩაზე მდებარე „ემფაიერ სთეთ ბილდინგი“ 381 მ სიმაღლისაა და 102 სართულისგან შედგება. აქვს 62 მ სიმაღლის ქიმი.

 

საარქიტექტურო კომპანია Shreve, lamb and Harmon-ის არქიტექტორის, უილიამ ფ. ლემბის დაპროექტებული ეს ცათამბჯენი თავის დროზე მრავალმხრივ ნოვატორული შენობა იყო. ის, ორმაცდაათი წლის განმავლობაში, მსოფლიოს უმაღლეს შენობად ითვლებოდა, პირველი ცათამბჯენი იყო, რომლის სართულების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა და მანამდე უპრეცედენტო რაოდენობის - 64 ლიფტი ( დღეს უკვე 73) ჰქონდა. აღსანიშნავია ასევე, თავად მშენებლობის პროცესიც. ლემბმა ნახაზი ორი კვირის განმავლობაში შეადგინა და ცათამბჯენი სულ რაღაც 410 დღეში აშენდა. ასე სწრაფად მანამდე არც ერთი ცათამბჯენი არ აშენებულა. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 4300 მუშა.

 

შენობა, დღესდღეობით, ამერიკის საუკეთესო მონუმენტად ითვლება.

 

 

 

big_banner
არქივი