logo_geo
ლევ პონტრიაგინი - უსინათლო გენიოსი!
- +

27 იანვარი. 2020. 13:16

 

 

მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში სიარული შეწყვიტა ერთმა ბიჭუნამ, რამდენიმეკვირიანი გაცდენების შემდეგ კლასელებმა, მასწავლებლის რჩევით, ის სახლში მოინახულეს. კარი მათ აცრემლებულმა დედამ გაუღო და სამწუხარო ამბავი აცნობა:

 

„ლევი თქვენთან ერთად ვეღარ ისწავლის. მას ოპერაცია გაუკეთეს, რის შედეგადაც დაბრმავდა და სიარულს ვეღარ შეძლებს“.

 

ხანმოკლე დუმილის შემდეგ, ბავშვებისგან ინიციატივა წამოვიდა: - „ჩვენ მას რიგრიგობით გავყვებით სკოლაში“;

 

- „სახლშიც მოვაცილებთ“;

 

- „გაკვეთილებსაც მოვამზადებინებთ“;

 

აცრემლებულმა დედამ ამხანაგები ლევის ოთახში შეიყვანა. ისინი გახევდნენ ლევის დანახვისას, რომელიც დაბნეული იდგა თვალებზე სახვევებით. მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რამხელა ტრაგედია დატრიალდა მათი მეგობრის თავზე.

 

„მე ხვალ გაგყვები სკოლაში"; „მე მოგიყვები, რა გავიარეთ ალგებრაში“; - მეგობრები ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს. ლევი დაბნეული უქნევდა მათ თავს.

 

წამოსვლის შემდეგ, მეგობრებმა შეადგინეს გეგმა, თუ ვინ რომელ დღეს წაჰყვებოდა სკოლაში პატარა ლევს, ვინ რას აუხსნიდა და ა.შ. სკოლაში, ლევის გვერდზე მჯდომი კლასელი გაკვეთილის მსვლელობისას ხმადაბლა ეჩურჩულებოდა, თუ რას წერდა მასწავლებელი დაფაზე. კლასში სიჩუმე იდგა, როცა ლევი გაკვეთილს ჰყვებოდა. მერედა, როგორ უხაროდათ ბავშვებს მისი წარმატება და ხუთიანები!

 

ლევმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ინსტიტუტშიც ჩააბარა. იქაც გამოიძებნა კეთილი ხალხი, ვინც მისი „თვალები“ გახდა. სწავლამ და სხვების დახმარებამ შედეგი გამოიღო და ლევი გახდა საქვეყნოდ ცნობილი მათემატიკოსი.

 

ლევ პონტრიაგინი (1908-1988) - მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მათემატიკოსი, რომელმაც 14 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. მან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ალგებრულ და დიფერენციაციულ ტოპოლოგიაში, ვარიაციულ გამოთვლასა და მართვის თეორიაში.

 

 

 

big_banner
არქივი