logo_geo
ევგენი მიქელაძისა და ქეთევან ორახელაშვილის გამორჩეული ისტორია
- +

27 იანვარი. 2020. 17:41

 

 

დირიჟორ ევგენი მიქელაძისა და მისი ულამაზესი მეუღლის ქეთევან ორახელაშვილის ცხოვრებაში არის ერთ-ერთი ისტორია, რომელსაც საბედისწეროც შეიძლება ვუწოდოთ.

 

ქეთევან ორახელაშვილი ამ ამბავს ყველაზე მძიმედ იგონებდა:

 

„გამოვედით თეატრიდან. იმ ღამეს იმელის შენობას ხარაჩოებს ხსნიდნენ.

– წამოდი, ვნახოთ რა, იმელი.

– არა, ხვალ, – მიპასუხა.

მე ვუთხარი:

– თუ გვაქვს ეს ხვალ.

აი, ეს სიტყვები ვთქვი უცნაურად, მართლაც, არ გვქონდა ის ხვალ და კიდევ კარგი, რომ მოვასწარი მისი ნახვა.

სახლში არ დაბრუნებულა… რომ გავახილე თვალები, სამი კაცი იყო ჩემს ოთახში და მკითხეს, სად არისო.

ვუთხარი: თეატრშია-მეთქი, არ უნდა მეთქვა, მაგრამ დავიბენი…

რომ არ მეთქვა, შეიძლება მოასწრებდა სახლში მოსვლას. ეს სამუდამოდ დამრჩა…“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი