logo_geo
გალაკტიონ ტაბიძე საფლავიდან ამოთხრას გადაურჩა
- +

27 იანვარი. 2020. 17:47

 

 

გალაკტიონ ტაბიძის ნაკლებად ცნობილ ისტორიას ჟურნალისტი ილიკო თავბერიძე იხსენებს:

 

„როცა გალაკტიონი გარდაცვლილა და მწერლის სახლში დაუსვენებიათ, დარბაზი ოპერის თეატრიდან ნათხოვარი ხავერდის ფარდებით მოურთავთ.

 

დაკრძალვის წინა საღამოს ახალგაზრდა პოეტებს შეუმჩნევიათ, რომ გალაკტიონს ლანჩგახვრეტილი ფეხსაცმელი ეცვა. უცებ რაც მოუფიქრებიათ, ის იყო, რომ ერთ–ერთი შავი ფარდა ჩამოუხსნიათ და კუბოსთვის გადაუფარებიათ და მერე საფლავშიც ჩაუყოლებიათ.

 

დაკრძალვის შემდეგ, ოპერის თეატრი დიდხანს ეძებდა ამ ფარდას, რომელიც გაირკვა, რომ ბალეტის „მშვიდობისათვის“ დეკორაციის შემადგენელი ნაწილი იყო. ოპერის დირექციას იგი პრაღაში ვალუტაზე შეუძენია. ასეთი ბალეტი 50-იან წლებში მართლაც დადგა ჭაბუკიანმა დავით თორაძის მუსიკაზე.

 

დავა იქამდე მივიდა, რომ მწერალთა კავშირის მაშინდელ თავმჯდომარეს ირაკლი აბაშიძეს ვასილ მჟავანაძის ჩარევა მოუხდა საქმეში.

 

ასე გადაურჩა გალაკტიონი საფლავიდან ამოთხრას“.

 

 

big_banner
არქივი