logo_geo
გუდიაშვილის მოედანზე XI-XII საუკუნის მოჭიქული კერამიკა აღმოაჩინეს
- +

27 იანვარი. 2020. 19:05

 

 

 

თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე,  XI-XII საუკუნის პერიოდის მოჭიქული კერამიკის ნიმუში აღმოაჩინეს, რომელიც სრულადაა შენარჩუნებული.

 

არქეოლოგიური მასალა გუდიაშვილის მოედანზე მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩნდა. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის ისტორიულ ნაწილში მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას ბევრი მსგავსი საინტერესო ნიმუში ამოდის, რომელსაც კონსერვაცია ჩაუტარდება და სამუშოების დასრულების შემდეგ გუდიაშვილის მოედანზე განთავსებულ მუზეუმში დაიდებს ბინას:

 

ისტორიულად ყველამ კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ამ მოედანს. არის ისტორიული შენობა-ნაგებობები, რომელიც იქნება აღდგენილი. სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს ეს სამუშაოები. როდესაც ამ სამუშოების დროს ხდება მიწისქვეშა გათხრები, არქეოლოგიურად საინტერესო ნიმუშები ამოდის. ბევრია ასეთი ნივთი ამოღებული, ხდება მათი კონსერვაცია, შენახვა და შემდეგ მუზეუმში, რომელიც იქნება აქ გაკეთებული, განთავსდება“, - ამბობს კალაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი