logo_geo
მიწისქვეშ გიგანტური ოკეანე აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწის ოკეანეებს სამჯერ აღემატება
- +

28 იანვარი. 2020. 16:40

 

მკვლევარებმა დედამიწის მანტიის ქვეშ, დაახლოებით, 600 კილომეტრის სიღრმეზე უზარმაზარი წყალსაცავი აღმოაჩინეს. წყლის ზომა და მოცულობა იმდენად დიდია, რომ მას დედამიწის ყველა ოკეანის სამჯერ შევსება შეუძლია.

 

კვლევის ავტორი, გრეჰამ პარსონი, რომელიც კანადაში, ალბერტას უნივერსიტეტის პროფესორ-თანამშრომელია, ამტკიცებს, რომ სწორედ დედამიწის მანტიის ქვეშ, წყლის არსებობა განაპირობებს პლანეტა დედამიწის დინამიურობას.

 

მრავალრიცხოვანი გამოკვლევების შემდეგ, მეცნიერებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ მათ გარდამავალ ზონაში, მანტიის ზედა და ქვედა ფენებს შორის, წყლის გიგანტური რეზერვუარი აღმოაჩინეს. თანაც ისეთ რაიონში, რომელიც დაახლოებით, დედამიწის ზედაპირიდან 400-650 კილომეტრზე მდებარეობს.

 

big_banner
არქივი