logo_geo
მსოფლიოში ტანსაცმლის დაუთოვება სირცხვილად იქცა: ყველაფერი გლობალური დათბობის გამო ხდება
- +

29 იანვარი. 2020. 14:52

 

 

ყველამ ვიცით, რომ პერანგები, ზეწრები და შარვალი უფრო მოვლილად და ელეგანტურად გამოიყურება, როცა ისინი დაუთოვებულია… თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ვაანალიზებთ, რომ დაუთოვება საშინელებაა.

 

და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსაწყენი საქმიანობაა. საქმე ისაა, რომ უთოს გათბობას დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება, რაც გარემოსთვის მავნებელია.

 

თუ დაუთოვება არ გიყვართ და ეკოლოგიაზეც ზრუნავთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება უთოზე უარის თქმა, გლობალურ დათბობასთან და კლიმატთან ბრძოლის სახელით.

 

 

 

 

 

ყველაფერი ცნობილი ფილიპინელი ფილანთროპისა და ბიზნესმენის, მარკ გერსავის ფეისბუქ-პოსტით დაიწყო:

 

„დღეისათვის, მე თავს ულებას ვაძლევ, აღარ დავაუთავო საკუთარი ტანსაცმელი, ნახშირორჟანგის გამოყოფა რომ შევამცირო.

 

იცოდით, რომ ელექტრონული უთოთი დაუთოვება გარემოს ვნებს? საშუალოდ, თითოეული ადამიანი წელიწადში 190 კგ-ს ეკვივალენტ CO2-ს გამოყოფს, დაუთოვების ხარჯზე. თუ 7 მლრდ ადამიანი ტანსაცმლის დაუთოვებაზე იტყვის უარს, ჩვენ CO2-ს გამოყოფას წელიწადში 13 მლნ ტონით შევამცირებთ, რაც უზარმაზარი წვლილი იქნება კლიმატური ცვლილებების შენელებაში“.

 

ეს ინიციატივა სულ უფრო პოპულარული ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაუუთოვებელი ტანსაცმელი მოდელებზეც ვიხილოთ…

 

თქვენ იტყვით უარს დაუთოვებულ ტანსაცმელზე, პლანეტის სასარგებლოდ?

big_banner
არქივი