logo_geo
პენსიონერმა საკუთარ სახლში 4 მილიონის ღირებულების ამულეტი აღმოაჩინა
- +

29 იანვარი. 2020. 15:30

 

66 წლის ბრიტანელმა ალფრედ კორეიამ მამის ნივთებს შორის ფიგურა აღმოაჩინა, რომელსაც ძაღლის ფორმა ჰქონდა. ფიგურის სავარაუდო ღირებულება 3,9 მილიონი დოლარია.

 

ძვირფასი ნივთი მამაკაცის მშობლები სახლის ავტოფარეხში ინახებოდა. კორეიას მამა ძვირფასი ქვებით მოვაჭრე იყო და 96 წლის ასაკში, 2002 წელს გარდაიცვალა.

 

კორეიას, სავარაუდოდ, ქანდაკება ადრეც ჰქონდა ნანახი, თუმცა, მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

 

თითქოსდა უსახური ნივთი, რომელსაც სახლის ავტოფარეხში მტვერი ედებოდა, ნეფრიტისგან დამზადებული, ჩინური ამულეტი აღმოჩნდა. ამულეტი დაახლოებით 4-5 ათასი წლისაა, მისი ასაკი „Halls“-ის აუქციონის ხელოვნებათმცოდნეებმაც დაადასტურეს.

 

მათ ასევე დაადასტურეს რომ, ნივთი ნამდვილად ნეფრიტისგანაა დამზადებული. მათ ამულეტის ღირებულებად დაახლოებით 2,6-3,9 მილიონი დოლარი განსაზღვრეს.

 

„მამაჩემი სხვადასხვანაირ ნივთებს ყიდულობდა, მაგრამ ამ ძაღლს უსარგებლოდ თვლიდა. როგორც ჩანს, ცდებოდა“, - განუცხადა კორეიამ „Sun“-ს.

 

 

 

big_banner
არქივი