logo_geo
ორქიდეების სწორი მოვლა სახლის პირობებში
- +

8 მარტი. 2017. 22:37


 

თქვენ ალბათ დიდხანს ეძებდით მცენარეს სახლისთვის და ბოლოს ყურადღება მიაქციეთ საკმაოდ ეგზოტიკური გარეგნობის მცენარეს და არჩევანიც მასზე შეაჩერეთ. ეს ორქიდეაა, მაგრამ მას მოვლის თავისებური წესები აქვს. თუ ამ წესებს კარგად დაიცავთ, მცენარე დიდხანს იდგება თქვენი ფანჯრის რაფაზე და უხვი ყვავილებითაც გაგახარებთ. რა წესებია ესენი და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მცენარემ ხანგრძლივად იყვავილოს სახლის პირობებში? საქმე ეხება მიწის სწორად შერჩევას, მორწყვას, განათებას და ჰაერის ტენიანობას.


ორქიდეის ადაპტაცია მაღაზიის შემდეგ ­ სურვილი ასრულებულია და მშვენიერი მცენარე სახლშია უკვე. რა უნდა გააკეთოთ, რომ მან მგზავრობის და პირობების შეცვლის შედეგად მიყენებული სტრესი ნაკლებ მტკივნეულად გადაიტანოს და მოერგოს ახალ პირობებს თქვენს სახლში? როგორ უნდა მოუაროთ ახალმოტანილ ორქიდეას?


კარანტინი და მისი ხანგრძლივობა ­ პირველი ­ მცენარეს უნდა მოუწყოთ ერთგვარი კარანტინი 2 კვირის განმავლობაში. მას სხვა მცენარეებისგან განცალკევებით დებენ, თუ რაფაზე ასე არ ხერხდება, მას ფანჯარასთან ახლოს დებენ პატარა მაგიდაზე ან თაროზე. მას არ სჭირდება მზის პირდაპირი სხივები. მცენარეს მოსვენება და ძალების მოკრეფა ესაჭიროება. არც კვება უნდა ამ პერიოდში სასუქით, რომელსაც გამყიდველები სთავაზობენ მაღაზიებში, ორქიდეასთან ერთად. არც მორწყვაა სასურველი, მაგრამ საყურადღებოა მისი ფოთლების მდგომარეობა. ეს საჭიროა ასევე მავნე მწერების დროულად გამოსავლენად, რომ მერე ძალიან არ გამრავლდნენ. კარანტინის მერე მცენარეს თანდათან აჩვევენ მზეს და ცოტ­ცოტას რწყავენ კიდეც.


გადარგვა და სხვა ნიუანსები ­ ახალნაყიდ მცენარეს არც გადარგვა ესაჭიროება. იგი კარგად იზრდება თავის სუბსტრატში კიდევ 2 წელი. მაშინვე ორქიდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში რგავენ, თუ მაღაზიაში იგი ხავს სფაგნუმში იყო ჩარგული. როგორ ხდება გადარგვა? მას არ სჭირდება სპეც. ანტისტრესული პრეპარატებით დამუშავება. იგი მშრალად უნდა დადოთ. ასე თავად გაუმკლავდება სტრესს და ადაპტირდება ახალ პირობებთან. არც მწერების საწინააღმდეგო საშუალებები სჭირდება ასე უცებ. მით უფრო, თუ მწერი არც არის მასზე. სიმშრალეში მოსვენებული მცენარე თავისი საკუთარი ძალების მობილიზებით ააქტიურებს დაცვის მექანიზმს და უკეთ ეგუება გარემოს.


განათება, მორწყვა, კვება, ­ ბევრს ეს მცენარე პრეტენზიულ და ნაზ ყვავილად მიაჩნია, რადგან გარკვეულ პირობებს მოითხოვს, თუმცა მისი მოვლა სულაც არაა რთული.


სწორი განათება ­ ეს ყველაზე მთავარი ფაქტორია ორქიდეისთვის, რომელიც განსაზღვრავს, იყვავილებს თუ არა მცენარე. თუ განათება საკმარისია, ყვავილობა რეგულარული იქნება, სინათლის ნაკლებობისას კი ფოთლების ფერი თანდათან ღია მწვანე გახდება, მერე ფოთოლი წაგრძელდება და გაყვითლდება. ორქიედისთვის განათების შერჩევას თავისი წესები აქვს:


­ მას მოსწონს ბევრი და გაბნეული სინათლე. პირდაპირი მზის სხივები მას არ სჭირდება,


­ ზაფხულში უჩრდილავენ, თუ მის ფოთლებზე მზე დიდხანს ხვდება. მოსაჩრდილად გამოდგება პლასმასის, ან დაბურული თხელი პარკი.


­ შემოდგომით ეს აღარაა საჭირო. მზის სინათლის ინტენსივობა მცირდება, ორქიდეა მოსვენების ეტაპზე გადადის. ამ დროს ყალიბდება ახალი ტოტების კვირტები, საყვავილე კოკრები, ეს ეტაპი გსათვალისწინებელია მცენარის მოვლისას.


­ სინათლის დღის ხანგრძლივობა ­ ნორმა ორქიდეისთვის დაახლოებით 12 სთ ია. თუ ხანგრძლივობა 10სსთ ზე ნაკლებია, სჭირდება დამატებით ხელოვნური განათებაც ­ ლუმინესცენტური ნათურებით.



ტემპერატურა ­ ტემპერატურული რეჟიმის მიხედვით ორქიდეები 3 ჯგუფად იყოფა:


1. სითბოსმოყვარულები ­ ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები ორქიდეები ­ დენდრობიუმი, ფალეოპსისი, და კატლეას ზოგიერთი სახეობა. მათ სითბო ესაჭიროებათ, დღისით 15­32გრ, ღამით ზამთარში ­ 15­18გრ. დღე­ღამური სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 3­5გრ ს.


2. საშუალო ტემპერატურის მოყვარულები ­ ისინი ცხოვრობენ ტროპიკებში, მთიან რეგიონში, მათ მიეკუთვნება მილტონია, ოდონტოგლოსუმი,, ასეთ მცენარეებს შედარებით სიგრილე მოსწონთ სახლშიც. დღე ­ 18­22გრ, ღამით ზამთარში ­ 12­15გრ.


3. სიცივის მოყვარულები ­ ისინი სუბტროპიკულ რეგიონში ცხოვრობენ ან მაღალ მთებში. მათ ეკუთვნის ლელია, ავსტრალიური დენდრობიუმი, პაფიოპედილუმების უმეტესობა. ოპტიმალური ტემპერატურაა 18­27 გრ დღისით და 13­24გრ ღამით.


მორწყვა ­ ამ მცენარეების უმეტესობას წყალთან დიდხანს შეხება არ აქვს ბუნებაში და ფესვები წყლის დაგროვებას სუბტრატშიც ვერ იტანენ. მაგრამ სახეობების მიმართება წყალთან განსხვავებულია. მაგ პაფიოპედილუმი და ფალენოპსისი უფრო იტანენ ნესტიან ნიდაგს, ვიდრე დენდრობიუმი ან ონციდიუმი. მათ მას შემდეგ რწყავენ, რაც გრუნტი კარგად გაშრება.

ეს მცენარეები უკეთ უძლებენ მიწის გაშრობას, ვიდრე ზედმეტ წყალს, შედარებით მეტი წყალი უნდა აქტიური ზრდის ან ყვავილობის დროს. წყლის ნაკლებობას მცენარე თავად შეგატყობინებთ ­ ფოთოლი და ფსევდობულბა ასეთ დროს იჭმუჭნება, ზედმეტი თუ მოგივათ მორწყვა, მაშინ ფოთოლი ყვითლდება, სველი ხდება, ფესვები კი ლპობას იწყებენ. ზამთარში, როცა ცივა და დღე მოკლეა, არ რწყავენ უხვად, ასევე არ სჭირდება ბევრი წყალი ყვავილობის მერე მოსვენების პერიოდში.


წყალი უნდა იყოს ნადგამი, რბილი, გამოდგება წვიმის ან ანადუღარი წყალიც. ზაფხულში მას კვირაში 2­3ჯერ რწყავენ მიწის ზედა ფენის შეშრობის მერე, ზამთარში კი მინიმუმამდე ამცირებენ ­კვირაში 1­2ჯერ. თუ ფსევდობულბა დაიჭმუჭნა, მცენარე წყალს ითხოვს. მორწყვა გულისხმობს ქოთნის ჩადებას თბილწყლიან თასში 10წთ ან კარგ მორწყვას თბილი შხაპით. მიწა დასველდება კარგად და ზედმეტი წყალი ნახვრეტებიდან გარეთ გამოვა. მერე ქოთანს დებენ სპეც სადგამზე, რომ დაიწრიტოს წყალი კარგად და ამის მერე შეიძლება მცენარიანი ქოთანი დეკორატიულ კაშპოში ჩადგათ.


კვება ­ მას სასუქს აძლევენ მხოლოდ ზრდის პროცესში, 2­3 კვირაში ერთხელ, კვებავენ სპეც სასუქით ­ Greenworld, Pocon ან ბონა ფორტე. მთავარია, არ გადაამეტოთ და დაიცვათ მითითებული პროპორციები. ორქიდეებს არ მოსწონთ მარილიანი მიწა, ამიტომ კვების დროს ხშირად რეცხავენ სუბსტრატს სუფთა წყლით, არ გამოიყენოთ სასუქი, დანიშნული სხვა მცენარეებითვის. არ კვებოთ იგი მოსვენების პერიოდში ან ზამთარში. ბევრი არ ურჩევს მათთვის სასუქის ხშირად მიცემას.რადგან ეს მცენარის იმუნიტეტს აქვეითებს და დაავადებები ადვილად ერევა მერე. იდეალურ ვითარებაში მცენარეს საერთოდ არ სჭირდება სასუქი, რადგან საკვები სუბსტრატიდან უნდა მიიღოს, მაგრამ ასეა, თუ სუბსტრატს უცვლით ყოველ 2წელიწადში ერთხელ.


როგორ მრავლდება ორქიდეა? ­ ეს რამდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი, გამრავლება „შვილებით" -„შვილი" ­ ახალი პატარა მცენარეა, რომელსაც შეუძლია ახალი ჯიშის წარმოქმნა. გვერდით განშტოება იმ მცენარეებს უვითარდებათ, რომლებიც დიდი ოდენობის აზოტს შეიცავენ. მათი აღმოჩენის მერე ეცადეთ ხშირად დანამოთ ორქიდეა, აცადეთ, სანამ წამოიზრდებიან, გამოუშვებენ ფესვებს, მერე მოაცალეთ დედა მცენარეს ,დაამუშავეთ ხის ნახშირით და ჩარგეთ ცალკე.


გამრავლება გადაწვენით ­ ასე მხოლოდ ზოგი სახეობა მრავლდება, რომლებსაც გრძელი ცილინდრული ტოტები აქვთ, ძირითადადსიმპოდიალური ორქიდეები.ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ პატარა სათბური, რომლის დამზადება შეიძლება პლასმასის პატარაჭურჭლისგან, რომელსაც ერთ გვერდზე ჩაჭრიან, დებენ გადაწვენილ ტოტზე, მერე ასველებენ ხავსს და ელოდებიან, როდისგაიღვიძებს კვირტები. ტოტი უფოთლო უნდა იყოს, ჰორიზონტალური მდებარეობით სათბურში, რეგულარულად ნამავენ, ერთ თვეში კვირტები იღვძებენ, მერე კი ახალი მცენარეები იზრდებიან მათგან ფესვებით და ფოთლებით. დაფესვიანებულ პატარა ორქიდეებს ფრთხილად აცილებენ დედას, ამუშავებენ, რგავენ ცალკე და ცოტა ხნით ისევ ასათბურებენ.

 

ვეგეტატიური გამრავლება ­ ასე პრაქტიკულად ყველა ორქიდეის გამრავლება შეიძლება. ფესვებს უბრალოდ ყოფენ ისე, რომ ცალკ­ცალკე ნაწილებს დარჩეთ 2­3 ფსევდობულბა. მაგრამ ასე ამრავლებენ იმ შემთხვევაში, თუ მცენარე საკმაოდ დიდია. უნდა ამოიღოთ მცენარე ქოთნიდან, მოაშოროთ მიწა ფესვებს, ჩაჭრათ ფესვები ბაღის მაკრატლით , დააყაროთ გადანაჭერზე ხის ნახშირი, მერე კი ცალკე ჩარგოთ . ახალდარგულ მცენარეებს ოდნავ რწყავენ, ნამავენ ყოველდღიურად, სანამ ახალი ტოტები ან ფოთლები არ წამოვა. რაც მიუთითებს პროცესის წარმატებით დასრულებაზე.


მოვლა ყვავილობის დროს და შემდეგ ­ ბევრს აინტერესებს, როგორ უვლიან ორქიდეას ყვავილობის დროს.


­მოყვავილე მცენარეს გაძლიერებული მორწყვა ესაჭიროება, სჯობს თბილი შხაპით ­ 35გრ იანი წყლით, მერე უნდა ამომშრალდეს ზრდის წერტილი, რომ არ დალპეს.


­ღამის ტემპერატურა უნდა აიწიოს 5გრ ით.


­ არ შეიძლება ამ დროს გადარგვა, რადგან ასეთ შემთხვევაში დაიცვენს კოკრებს და ყვავილებს,


­ესაჭირება კვება სპეც სასუქით ორქიდეებისთვის, მაგრამ აცილებელია დოზების დაცვა.


თუ გინდათ, რომ მცენარემ დიდხანს იყვავილოს, ნუ გადააადგილებთ მას ყვავილობის დროს. ასევე მნიშვნელოვანია მისი მოვლის წესების ცოდნა ყვავილობის შემდეგ. საყვავილე ღერო თანდათან ხმება, შავდება. მას ძირში აჭრიან, მიწასთან ახლოს. სასუქის მიცემას ამცირებენ. ზამთარში მორწყვაც მინიმუმამდეა ­ თვეში ერთხელ, რამდენჯერმე შეიძლება დანამვაც. თუ ორქიდეას გადარგვა ესაჭიროება, იგი არ იყვავილებს. იმისთვის, რომ ისევ გამოიტანოს კოკრები, უნდა შეუცვალოთ მდებარეობა. თუ შენიშნეთ, რომ ყვავილობის მერე ფოთლები გაუყვითლდა და დაეჭმუჭნა და არ ამოაქვს ახალი საყვავილე ღერო, ასევე უნდა შეუცვალოთ ადგილი. მაშინ იგი რეგულარულად იყვავილებს. ვფიქრობთ, რომ ზემოაღწერილი ინფორმაცია გამოგადგებათ და ეს ლამაზი მცენარე დიდხანს გაგახარებთ ყვავილებით. მცენარის ყვავილობა ხომ ყველაზე საყვარელი პერიოდია ყველა ყვავილის მოყვარულის ცხოვრებაში.


თარგმანი თ. სუპატაშვილის


წყარო http://yvavilebismovla.ge

 

 

 

big_banner
არქივი