logo_geo
ხანძრების შემდეგ ავსტრალიის ტყეებში პირველი ყლორტები ამოდის
- +

30 იანვარი. 2020. 17:03

 

ავსტრალიის გადამწვარ მიწებზე ხეებსა და საძოვრებზე პირველი ყლორტები გაჩნდა.

 

„დედა ბუნება ძლიერია, ის ყველაფრის მიუხედავად აღდგენას იწყებს“, - წერენ სოცოალურ ქსელში ნანახით აღელვებული ავსტრალიის მცხოვრებლები.

 

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ტყის ხანძრები 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და მთელი კონტინენტი მოიცვა, ხოლო პიკს ახალი წლისთვის მიაღწია.

 

ხანძარმა 20 მილიონი ჰექტარის მიწა გადაწვა, შეიწირა 25 ადამიანი და დაახლოებით მილიარდამდე ცხოველი. ის ერთ-ერთი შესაძლოა ყველაზე დამანგრეველ კატასტროფად ჩაითვალოს.

 

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ბუნებას სრულად აღსადგენად 100 წელი დასჭირდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი