logo_geo
რატომ იყო სოფიკო ჭიაურელი უსახელო და როგორ შეირჩია თავად სახელი
- +

30 იანვარი. 2020. 18:18

 

მსახიობ სოფიკო ჭიაურელის მოგონებებიდან:

 

„21 მაისს გავჩნდი, ელენობას, ამიტომაც დედას უნდოდა, ჩემთვის ელენე დაერქმია. მამა ჩამოვიდა და თქვა, – რა ელენე, რის ელენე, დედაჩემის სახელი, სოფიო უნდა დავარქვათო. იყო ერთი ბჭობა და ბაასი. ამასობაში, ერთი თვის გავხდი და სახელი ისევ არ მერქვა. ბოლოს მამამ დაწერა ქაღალდზე „ელენე“ და „სოფიო“, ჩაყარეს ქუდში და ჩამაყოფინეს ხელი. ამომყვა „სოფიო“. მგონი, ერთადერთი პიროვნება ვარ და გინესის წიგნში შესატანი, რომ თვითონ დავირქვი სახელი ერთი თვის ასაკში“.

 

 

 

big_banner
არქივი