logo_geo
ახდენს თუ არა აბორტი ქალის ემოციებზე გავლენას?
- +

31 იანვარი. 2020. 14:23

 

აბორტის თემა თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ აქტუალურია, ტელევიზორსა თუ ინტერნეტში თემის ირგვლივ შესაძლოა ფართო განხილვებიც მოისმინოთ.

 

ფეხმძიმობის შეწყვეტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ აბორტის გაკეთება საკუთარი შვილის მკვლელობაა და მას გამართლება არ აქვს, ხოლო მომხრეები ამ მოვლენაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. რადგან ისინი თვლიან, რომ ფინანსური პრობლემების, ასაკის თუ სხვადასხვა მიზეზების გამო ადამიანმა შესაძლოა შვილი, უბრალოდ, ვერ გაზარდოს.

 

იქიდან გამომდინარე, რომ თემა საკმაოდ აქტუალურია, მეცნიერები აბორტის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ შედეგებსაც იკვლევენ. მეცნიერებს სურდათ, გაეცათ პასუხი კითხვაზე, იწვევს თუ არა აბორტი ქალებში ცუდ ემოციებს.

 

რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტი ჯული სტეინბერგი, კოლეგებთან ერთად, 17 წლის განმავლობაში აკვირდებოდა აბორტგაკეთებულ ქალებს და ცდილობდა გაერკვია, იწვევს თუ არა აბორტი მათში ცუდ ემოციებს.

 

როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, აბორტის შემდეგ თვითმკვლელობების რიცხვი თითქმის არ იზრდება. კვლევამ აჩვენა, რომ აბორტი უარყოფით ემოციებსა და სუიციდისკენ მიმართულ ფიქრებს არ იწვევს.

 

როგორც გამოცემა „The Lancet Psychiatry“ წერს, აბორტის შედმეგ ქალებში თვითმკვლელობა ფიქსირდება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის ორსულობის შეწყვეტამდე არსებულ პრობლემს უკავშირდება.

 

როგორც კვლევების შედეგიდან ჩანს, რომელიც კალიფორნიის შტატის მეცნიერებმა ამერიკის რეგიონში ჩაატარეს, ქალთა 51 პროცენტი გაკეთებული აბორტის გამო დადებით ემოციას განიცდის, 20 პროცენტი მიღებულ გადაწყვეტილებას ნეიტრალურად უყურებს, ხოლო 17 პროცენტი გაკეთებული აბორტის გამო განიცდის.

 

მიუხედავად კვლევის შედეგებისა, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გაკეთებული აბორტის გამო ადრე თუ გვიან ყველა ქალი იდარდებს.

 

 

big_banner
არქივი