logo_geo
რა იწვევს ფობიას - შიშის ჩამოყალიბების ძირითადი ფაქტორები
- +

31 იანვარი. 2020. 15:19

 

სპეციფიკური ფობიები საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით კი მოზარდებსა და ბავშვებში. როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, ბავშვთა დაახლოებით ათი პროცენტი ამა თუ იმ სპეციფიკური ფობიით ტანჯება.

 

როგორც ამერიკის ფსიქიატრიულ ასოციაციაში აცხადებენ, ფობიები ქალებში ნაკლებად გვხვდება, ხოლო მამაკაცებში ის უფრო ფართოდაა გავრცელებული.

აღსანიშნავია, რომ ფობიათა ნაწილი ბავშვობის ან მოზარდობის ასაკიდან იწყებს აღმოცენებას, თუმცა, შესაძლოა, ზრდასრულ ასაკშიც იჩინოს თავი.

 

მკვლევარები ფობიების ჩამოყალიბების ძირითად სამ მიზეზს ასახელებენ:

ფობიის ჩამოყალიბების პირველ მიზეზად შესაძლოა ახლობელი ადამიანი იქცეს.

 

მოდელირება - თუ თქვენ ხედავთ, რომ თქვენი ახლობელი ადამიანი შეშინებულია კონკრეტული სიტუაციით თუ კონკრეტული მწერით, ამას მოდელირება ჰქვია.

 

როდესაც ხედავთ რომ, თქვენი ახლობელი ადამიანი კონკრეტული საგნის, თუ მწერის მიმართ შიშითაა შეპყრობილი თქვენც სწავლობთ მისგან შიშის განცდის გადატანას.

 

როდესაც მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ ძაღლი საშიშია და მასთან მიკარება არ შეიძლება, ბავშვი სწავლობს ძაღლის მიმართ შიშს და ფიქრობს, რომ ყველა ძაღლი საშიშია. მსგავმა საუბრებმა შესაძლოა ნამდვილი ფობია ჩამოაყალიბოს.

 

 

ნეგატიური გამოცდილება - თუ თქვენ ოდესმე ძაღლმა გიკბინათ ან დიდი ხნის განმავლობაში ლიფტში აღმოჩნდით გაჭედილი, ან ავტოავარიაში მოყევით, შესაძლებელია, თქვენს ფსიქიკას სერიოზული ზიანი მიადგეს და ამ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში, ნეგატიური გამოცდილების გამო ფობია ჩამოგიყალიბდეთ.

 

ნეგატიური გამოცდილებით ფობიის ჩამოყალიბება შესაძლებელია როგორც პატარა ასაკში, ასევე ზრდასრულობის პერიოდშიც.

 

გენეტიკური ფაქტორი - როგორც კვლევების შედეგიდან ირკვევა, ფობიები ხშირად ერთი ოჯახის წევრებს უჩნდებათ.

 

ზოგიერთ ფობიას შესაძლოა გენეტიკური წარმოშობა ჰქონდეს, ამის ერთ-ერთი მაგალითი არაქნოფობიაა. არაქნოფობია, ანუ ობობების შიში წინაპრებმა შთამომავლობას გადმოსცეს.

 

თუმცა მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ ფობიის ჩამოყალიბებაში უმთავრესი მაინც ნეგატიური გამოცდილება და ახლობელი ადამიანები არიან.

 

აღსანიშნავია, რომ ოჯახის წევრების მხარდაჭერის შემთხვევაში ადამიანს ნებისმიერი ფობიის დამარცხება შეუძლია.

 

 

big_banner
არქივი