logo_geo
ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ლეიკოპლასტირი, რომელსაც ორგანიზმში ბაქტერიების აღმოჩენა შეუძლია
- +

1 თებერვალი. 2020. 15:16

 

თუ დანით ხელი გაგეჭრათ ან სხვა მსგავსი ჭრილობა მიიღებთ, შესაძლოა თქვენს ორგანიზმში საშიში მიკროორგანიზმები მოხვდნენ.

 

მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციები, რომელთა მკურნალობა ანტიბიოტიკებითაა შესაძლებელი, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრ მიკროორგანიზმს წამლებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი აქვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული აღმოჩენა.

 

ჭრილობაში ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების სწრაფად აღმოჩენის მიზნით, ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ლეიკოპლასტირი, რომელსაც შუქნიშნის მსგავსად სამ ფერში შეუძლია განათდეს. ის მწვანედ, ყვითელად და წითლად იღებება.

 

ახალი აღმოჩენის შესახებ ჩინელმა მეცნიერებმა ჟურნალ „ACS Central Science“ ინტერვიუს დროს ისაუბრეს.

 

ლეიკოპლასტირი მწვანე ფერისაა, ხოლო ჭრილობაზე დადებიდან ოთხ საათში ის ან წითლდება, ან ყვითლდება. თუ ბინტი ყვითლდება, ეს ნიშნავს, რომ ჭრილობაში ბაქტერიები არსებობს, მაგრამ ანტიბიოტიკებით მათი განადგურება ადვილადაა შესაძლებელია.

 

მაგრამ თუ პლასტირი წითლდება, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში არსებობს ისეთი ბაქტერიები, რომლებსაც იმუნიტეტი აქვთ წამლების მიმართ.

 

ამის მეშვეობით ექიმები საკმაოდ ადვილად შეძლებენ, პაციენტებს ინფექციის განვითარებამდე დაეხმარონ და საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკები დაუნიშნონ.

 

 

 

big_banner
არქივი