logo_geo
თქვენი ფილტვები „ჯადოსნურად“ გამოჯანმრთელდება, თუ მოწევაზე უარს იტყვით
- +

1 თებერვალი. 2020. 18:07

 

თქვენს ფილტვებს მოწევით გამოწვეული კანცეროგენული მუტაციებისგან განკურნების არაჩვეულებრივი უნარი აქვთ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოწევას თავს დაანებებთ.

 

კანცეროგენული მუტაცია, როგორც წესი, განუკურნებლად ითვლებოდა. მიიჩნევდნენ, რომ ის ადამიანის ორგანიზმში სამუდამოდ რჩებოდა, მოწევისთვის თავის დანებების შემთხვევაშიც კი.

 

ბოლო მოულოდნელი კვლევების თანახმად, რომელიც ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნდა, ირკვევა, რომ ზოგიერთ უჯრედს, რომელიც სიგარეტის კვამლს გადაურჩა და არ დაზიანდა, შეუძლიათ მთლიანი ფილტვების აღდგენა. ეს შედეგი მიიღწევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი დიდი ხნის მწეველია.

 

მწეველთა სასუნთქი გზებიდან აღებული უჯრედების უმეტესობა თამბაქოს ზემოქმედების შედეგად მუტაციას განიცდის. ასეთი უჯრედები  10 ათასამდე გენეტიკურ ცვლილებას შეიცავენ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ  უჯრედების მცირე ნაწილი ხელუხლებელი და ჯანმრთელი რჩება.

 

როდესაც მწეველი სიგარეტს თავს ანებებს, სწორედ ეს  ხელუხლებლად დარჩენილი უჯრედები იწყებენ ზრდას და ფილტვებში დაზიანებული უჯრედების ჩანაცვლებას.

 

მოწევაზე უარის თქმის შემდეგ, ფილტვების უჯრედების ორმოცმა პროცენტმა შესაძლოა სიჯანსაღე დაიბრუნოს და ისე გამოიყურებოდეს, როგორც იმ ადამიანის ფილტვის უჯრედები, რომელიც არასოდეს არ ეწეოდა.

 

გარდა ამისა, კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ სიგარეტზე უარის თქმის დღიდან ადამიანებში კიბოს განვითარების რისკიც კლებულობს.

 

„ჩვენ სრულიად მოუმზადებლად ვიყავით ამ აღმოჩენისთვის, არის გარკვეული უჯრედები, რომლებიც ჯადოსნურად აღადგენენ სასუნთქ გზებს“, -  უთხრა სენგერის ინსტიტუტის მკვლევარმა პიტერ კემპელმა BBC-ს.

 

შესაძლებელია კვლევამ ბევრს ადამიანს მოწევისთვის თავის დანებისთვის საჭირო მოტივაცია მისცეს.

 

 

 

big_banner
არქივი