logo_geo
პროდუქტები, რომლებიც მხედველობის დაქვეითებას აფერხებენ
- +

3 თებერვალი. 2020. 17:49

 

 

მორიგმა სამეცნიერო კვლევამ ბოსტნეულის კიდევ ერთი დადებითი თვისება აღმოაჩინა. ბუნებრივი ნიტრატით მდიდარი ყველა ბოსტნეული, მათ შორის ისპანახი და ჭარხალიც, კუნთების გადაგვარებას აფერხებენ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოხუცებულთა შორის მხედველობის დაკარგვის წამყვანი მიზეზი სწორედ კუნთების გადაგვარებაა, რომელიც ასევე  მაკულოდისტროფიის სახელითაა ცნობილი. ყველაზე ხშირად, მისი მსხვერპლი 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანია.

 

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად  100-დან 142 მგ-მდე მცენარეულ ნიტრატს იღებენ, მაკულოდისტროფია 35%-ით ნაკლებად გვხვდება იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ყოველდღიურად  არაუმეტეს 69 მგ მცენარეულ ნიტრატს იღებს. გაითვალისწინეთ, რომ 100 გრ ისპანახი დაახლოებით 20 მგ ნიტრატს შეიცავს, ხოლო 100 გრამი ჭარხალი - დაახლოებით 15 მგ ნიტრატს.

 

ავსტრალიაში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 49 წელზე მეტი ასაკის ავსტრალიაში მცხოვრებმა ორ ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

მათ 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ დაკვირვების შედეგებმა აჩვენებს, რომ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული მხედველობის დიდხანს შენარჩუნებისთვის ძალზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა.

 

 

big_banner
არქივი