logo_geo
„ქართველი მოწინავე ინტელიგენცია ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართულ თეატრს რეგულარულად გაემართა წარმოდგენები“
- +

9 მარტი. 2017. 17:16




ქართველი მოწინავე ინტელიგენცია ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართულ თეატრს რეგულარულად გაემართა წარმოდგენები.


1878 წელს სცენისმოყვარეთა წრე მოღონიერდა ნიჭიერი ძალებით. მას სათავეში ჩაუდგა დროებითი „დრამატული კომიტეტი", რომელშიც შედიოდნენ ცნობილი მოღვაწენი: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, დავით ერისთავი, ნიკო ავალიშვილი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ.


1879 წლის მაისში ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა მოიწვია თათბირი მუდმივი თეატრის დაარსების შესახებ. თათბირმა დაადგინა, დაარსებულიყო დრამატული საზოგადოება. შეადგინეს ამ საზოგადოების წესდება, პირველი გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ილია ჭავჭავაძე.


იმავე წლის მაისში შედგა მუდმივი ქართული თეატრის დასი.


ქართული თეატრის სპექტაკლებისათვის გამონახეს მუდმივი შენობა. ეს იყო თეატრად გადაკეთებული ქარვასლის ნაწილი, ყოფილი სასახლის ქუჩაზე. ქართული თეატრის შენობა იდგა იქ, სადაც ახლა უნივერმაღი და მეტროს სადგურია. ამ შენობაში მოთავსებული იყო ქართული თეატრი და სხვა კულტურული ორგანიზაციები. აქ საინტერესო იყო ამპირული ნაგებობის ნაშთი - მძლავრი კოლონადა ქუჩის კორპუსის მეორე სართულის ღია გალერეისა - წინანდელი ქარვასლა. თვით თეატრი უფრო ახალი იყო, მეოცე საუკუნის ათიანი წლებისა.


ამ შენობაში ქართული თეატრი მუშაობდა 1914 წლამდე. გაუგებარი მიზეზის გამო ის ძველი თეატრი და კოლონადა დაანგრიეს.


 

 

big_banner
არქივი