logo_geo
რატომ უნდა მივირთვათ კივი?
- +

3 თებერვალი. 2020. 19:09

 

 

კივი  –  მოზრდილებში და ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია. მას სალათებსა და დესერტებში ამატებენ ან, უბრალოდ, საუზმეზე მიირთმევენ.

 

თუმცა, ყველამ არ იცის, რატომ სჭირდება ორგანიზმს კივი. მეცნიერებმა ჩაატარეს მთელი რიგი გამოკვლევები და გაარკვიეს, თუ რატომაა კარგი კივის რეგულარულად მოხმარება.

 

კივს სისხლში ქოლესტერინის დაყოფის წარმოუდგენელი უნარი აქვს, ამიტომ ის გულის და სისხლძარღვების დაავადებების დროსაა რეკომენდებული.

 

ასევე, კივის მოხმარება არტერიული წნევის დროსაც აუცილებელია.

 

აღსანიშნავია, რომ აქტინიდინის ფერმენტი, რომელიც კივის შემადგენლობაში შედის,  ხელს უწყობს სისხლის კოაგულაციის სისტემის ყველა ფაქტორის  მუშაობას.

 

ფსიქოლოგები კი  კივის გამოყენებას სეზონური დეპრესიების დროსაც გვირჩევენ.

 

 

big_banner
არქივი