უკვე დიდი ხანია ცნობილია გოგრის სასარგებლო თვისებების შესახებ. ეს ბაღჩეული სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვისაც.
გოგრის 90% წყალია, ის ბევრ ვიტამინსაც შეიცავს, ასევე მდიდარია ამინომჟავებით, ცილებითა და ნახშირწყლებით. კერძოდ კი, A, C, E, D, PP, K, B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე, იშვიათ T ვიტამინს შეიცავს.
გოგრა მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორიცაა ფთორი, მაგნიუმი, სპილენძი, კალციუმი, თუთია, მანგანუმი, ფოსფორი, იოდი. მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზეც შესაძლებელია. ის სასარგებლო თვისებებს არ დაკარგავს.
გოგრა კარგ გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავზეც.
გოგრა ასევე, რეკომენდებულია ორგანიზმიდან ქოლესტერინის, ტოქსინების მოსაშორებლად.