logo_geo
გოგრის სასარგებლო თვისებები
- +

4 თებერვალი. 2020. 17:04

 

უკვე დიდი ხანია ცნობილია გოგრის სასარგებლო თვისებების შესახებ. ეს ბაღჩეული სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვისაც.

 

გოგრის 90% წყალია, ის  ბევრ ვიტამინსაც შეიცავს, ასევე მდიდარია ამინომჟავებით, ცილებითა და ნახშირწყლებით. კერძოდ კი, A, C, E, D, PP, K, B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე, იშვიათ T ვიტამინს შეიცავს.

 

გოგრა მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორიცაა ფთორი, მაგნიუმი, სპილენძი, კალციუმი, თუთია, მანგანუმი, ფოსფორი, იოდი. მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზეც შესაძლებელია. ის სასარგებლო თვისებებს არ დაკარგავს.

 

გოგრა კარგ გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავზეც.

გოგრა ასევე, რეკომენდებულია ორგანიზმიდან ქოლესტერინის, ტოქსინების მოსაშორებლად.

 

 

 

 

big_banner
არქივი