logo_geo
მეცნიერებმა ყველაზე ზარმაცი ცხოველი აღმოაჩინეს
- +

4 თებერვალი. 2020. 20:29

 

ბუდაპეშტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თავიანთი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.

რვა წლის განმავლობაში, სპეციალისტები საკმაოდ იშვიათი სახეობის ამფიბიას - სალამანდრას ოჯახის წარმომადგენელ, ევროპულ პროტეუსს იკვლევდნენ. ამ არსების შესახებ ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი.

 

აღმოჩნდა, რომ პროტეუსს, რომელიც ძირითადად მღვიმეში ცხოვრობს, საკვების გარეშე მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია გაძლოს.

პროტეუსი, როგორც წესი, 100 წლამდე ცოცხლობს და მას საკმაოდ ზარმაცი ცხოვრების წესი აქვს.

 

მკვლევარები 19 პროტეუსს  2010 წლიდან 2018 წლამდე აკვირდებოდნენ. ისინი ამფიბიას ჯერ იჭერდნენ, შემდეგ კი, ბუნებრივ გარემოს უბრუნებდნენ.

 

როგორც კვლევის შედეგებიდან გაირკვა, ყველაზე აქტიური ამფიბია საწყისი წერტილიდან 38 მეტრის მანძილზე გადაადგილდა, ხოლო ყველაზე ზარმაცი ამფიბია ადგილიდან საერთოდ არ დაძრულა.

 

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, დაბალი აქტიურობა დაბალ მოტივაციასთანაა დაკავშირებული.

 

 

big_banner
არქივი