logo_geo
როგორ ამოვიცნოთ სოციოპათი?
- +

5 თებერვალი. 2020. 01:22

 

 

გყავთ თუ არა ბევრი სოციოპათი ნაცნობი? დიდი ალბათობით შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ასეთი ნაცნობი არ გყავთ, მაგრამ თქვენ ცდებით.

 

როგორც წესი, ისინი ჩვეულბრივ გამოიყურებიან და მასებისგან მათი გამორჩევა საკმაოდ რთულია.

 

თუმცა აღსანიშნავია, რომ სოციოპათებს დანაშაულის გრძნობა საერთოდ არ აწუხებთ, ასევე მათთვის არ არის ახლობელი ადამიანური გრძნობები, სიყვარული და სითბო.

 

სოციოპათებმა შესანიშნავად იციან, როგორ უნდა შეინიღბონ. ისინი არაჩვეულებრივი მსახიობები არიან.

 

ერთი შეხედვით მსგავსი ადამიანების გამორჩევა რთულია, თუმცა მათ რამდენიმე დამახასიათებელი თვისება აქვთ, რომელზეც თავად შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ.

 

  1. ის იქცევა უხეშად და შეურაცხმყოფელად, მაგრამ ამავე დროს ის ელოდება, რომ ამაზე რეაგირებას არ მოახდენენ.

 

  1. მანიპულირებს სხვებით, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად.

 

  1. ის სხვადასხვა სიტუაციაში ადამინებს სხვადასხვაგვარად ექცევა. აშაკარა და განსაკუთრებული მიზეზების გარეშე ცვლის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ.

 

  1. მას ადვილად შეუძლია მოტყუება, საჭიროების შემთხვევაში მისთვის თავის გადასარჩენად ტყუილი პრობლემას არ წარმოადგენს.

 

  1. ყოველთვის დაადანაშაულებს სხვას. სოციოპათი საკუთარ შეცდომას არასდროს აღიარებს.

 

  1. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ის მართლაც იღებს სხვებზე მანიპულირებისა და სხვების დამცირებისგან სიამოვნებას.

 

 

big_banner
არქივი