გყავთ თუ არა ბევრი სოციოპათი ნაცნობი? დიდი ალბათობით შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ასეთი ნაცნობი არ გყავთ, მაგრამ თქვენ ცდებით.
როგორც წესი, ისინი ჩვეულბრივ გამოიყურებიან და მასებისგან მათი გამორჩევა საკმაოდ რთულია.
თუმცა აღსანიშნავია, რომ სოციოპათებს დანაშაულის გრძნობა საერთოდ არ აწუხებთ, ასევე მათთვის არ არის ახლობელი ადამიანური გრძნობები, სიყვარული და სითბო.
სოციოპათებმა შესანიშნავად იციან, როგორ უნდა შეინიღბონ. ისინი არაჩვეულებრივი მსახიობები არიან.
ერთი შეხედვით მსგავსი ადამიანების გამორჩევა რთულია, თუმცა მათ რამდენიმე დამახასიათებელი თვისება აქვთ, რომელზეც თავად შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ.