logo_geo
პლანეტის ყველაზე ლამაზ მამაკაცად რობერტ პატინსონი აღიარეს
- +

5 თებერვალი. 2020. 14:18

 

 

ინგლისელი მსახიობი რობერტ პატინსონი, ძველბერძნული „ოქროს კვეთის“ ფორმულის მიხედვით, პლანეტაზე ყველაზე ლამაზ მამაკაცად მიიჩნიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „The Sun“ ავრცელებს.

 

მათემატიკური ფორმულის თანახმად 33 წლის პატინსონის პარამეტრები იდეალურთან 92%-ით ახლოსაა.

 

ადრე პირველ ადგილს მსახიობი ჯორჯ კლუნი იკავებდა. თუმცა, ის ასაკობრივი ცვლილებების გამო, მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.

 

მეორე ადგილზე მსახიობი ჰენრი კავილი აღმოჩნდა. მისი პროპროციები, როგორც გაირკვა, 91,64 პროცენტითაა იდეალური.

 

მესამე ადგილი კი ბრედლი კუპერმა მოიპოვა, მისი მაჩვენებელი 91 პროცენტს წარმოადგენს.

 

მეოთხე ადგილზე 90,51 პროცენტით ბრედ პიტი აღმოჩნდა.

 

„იდეალურობის“ მაჩვენებელი ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯულიან დე სილვაახალი კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით გამოავლინა.

 

2019 წლის ოქტომბერში ჯულიან დე სილვამ ქალებში იდეალურთან ყველაზე ახლოს პალესტინელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდის გარეგნობა მიიჩნია. მისი სახის პროპორციები  94,35 პროცენტით იდეალური აღმოჩნდა.

 

მეორე ადგილი მომღერალმა ბიონსემ, 92,44 პროცენტით დაიკავა, მესამე კი - მსახიობმა ემბერ ჰერდმა 91,85 პროცენტით.

 

პირველად „ოქროს კვეთის“ ფორმულა ძველი ბერძენი მათემატიკოსის ევკლიდის ნამუშევრებში ჩნდება. თავდაპირველად ის ჩვეულებრივი ოთხკუთხედის ასაგებად გამოიყენებოდა.

მოგვიანებით კი, ამ ფორმულის „სილამაზის გასაზომად“ გამოყენებაც დაიწყეს.  აღსანიშნავია, რომ ლეონარდო და ვინჩმა იდეალური მამაკაცის სხეულის სურათის შესაქმნელად სწორედ ეს თანაფარდობა გამოიყენა.

 

 

big_banner
არქივი