logo_geo
ამერიკელმა მეცნიერებმა ალიასკაზე დინოზავრთა წინამორბედის ყველაზე სრული ჩონჩხი აღმოაჩინეს
- +

5 თებერვალი. 2020. 19:28

 

 

ამერიკელმა მეცნიერებმა ალიასკაზე ტალატოზავრის ყველაზე სრული ჩონჩხი აღმოაჩინეს. ეს რეპტილიები 200 მილიონ წელზე ადრე ცხოვრობდნენ და ისინი დინოზავრების წინამორბედებად ითვლებიან. ისინი მთელს მსოფლიოში ძალიან გავრცელებულნი იყვნენ. მეცნიერთა დასკვნა  ჟურნალ „Scientific Reports“-შია გამოქვეყნებული.

 

ტალატოზავრები - უდიდესი ზღვის რეპტილიები იყვნენ. მათი სიგრძე 3-4 მეტრს აღწევდა. ისინი ძირითადად ტროპიკული წყლების სანაპიროებთან ცხოვრობდნენ.

 

იმისდა მიუხედავად, რომ 250-200 მილიონი წლის წინათ ტალატოზავრები მთელ პლანეტაზე ცხოვრობდნენ, ამ ქვეწარმავლის კარგად შემონახული ჩონჩხი იშვიათობაა.

სწორედ ამ მიზეზით კი, ბოლო დრომდე პალეონტოლოგებს ამ პრეისტორიული ცხოველის გენეალოგიური ხის აგება არ შეეძლოთ.

 

2011 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ამერიკაში  რეპტილიის სრული ჩონჩხი პირველად იქნა აღმოჩენილი, თუმცა სიტუაციას ის ართულებდა, რომ აღმოჩენის ადგილი ოკეანის ნაპირებთან მდებარეობდა და მისი წყლისგან გათავისუფლება წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღით ხდებოდა.

 

მოპოვების შემდეგ ტალატოზავრის სრული ჩონჩხი ჩრდილოეთ ალიასკის უნივერსიტეტს გამოსაკვლევად გაეგზავნა. უნივერსიტეტში ძვლებს რამდენიმე წლის განმავლობაში შლიდნენ, რათა მისი შესწავლა შესაძლებელი გამხდარიყო.

 

კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ რეპტილიას თავის განსაკუთრებით წაგრძელებული ფორმა ჰქონდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მას თავის მსგავსი ფორმა საკვების მოსაპოვებლად სჭირდებოდა

 

მეცნიერებმა ახალ სახეობას ინდიელი ხალხების მითიური ზღვის მონსტრის სახელი Gunakadeit joseeae უწოდეს.

 

თავდაპირველად, მეცნიერები თვლიდნენ, რომ მათ მიერ ნაპოვნი სახეობა ერთ-ერთი უძველესი იყო, რადგან მას ჩონჩხის საკმაოდ  პრიმიტიული სტრუქტურა ჰქონდა. ამასთან, ანალიზმა აჩვენა, რომ იგი ტალატოზავრების არსებობის დასასრულამდე ცხოვრობდა.

 

 

big_banner
არქივი