logo_geo
ისრაელში ძველეგვიპტური არტეფაქტი აღმოაჩინეს
- +

6 თებერვალი. 2020. 13:27

 

ისრაელში ადგილობრივმა მცხოვრებმა შემთხვევით განსაკუთრებული ძველეგვიპტური არტეფაქტი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „Haaretz“ ავრცელებს.

 

ღუზის ფორმის არტეფაქტი დაახლოებით 3,5 ათასი წლისაა, ხოლო მასზე გამოსახულია დამწერლობის ქალღმერთი სეშატი.

 

როგორც ისრაელის სპეციალისტები აცხადებენ, აღმოჩენილი არტეფაქტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით XV საუკუნეში უნდა იყოს დამზადებული, XVIII დინასტიის ფარაონების მმართველობის პერიოდში.

 

არტეფაქტის განსაკუთრებულობა გამოიხატება როგორც ღუზისთვის არადამახასიათებელი მასალის ხარისხით, ასევე მასზე არსებული გამოსახულებითაც.

მეცნიერები ვარადუდობენ, რომ ის თავდაპირველად ქვის ფილა უნდა ყოფილიყო, რომელიც ტაძრის ან სასახლის ბარელიეფიდან  მოჭრეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ არტეფაქტზე გამოსახულება ძირითადად შესანიშნავადაა შემონახული, ქალღმერთის სახე მაინც წაშლილია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ამის მიზეზი შესაძლოა, რელიგიური დაპირისპირება ყოფილიყო. მეორე ვერსიით კი, ქალღმერთის სახე წაშალეს პატივისცემის ნიშნად, როცა ბარელიეფიანი ქვა ღუზად გადააკეტეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი