logo_geo
ჩურჩხელა, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ჯანსაღი საკვები გახდეს
- +

6 თებერვალი. 2020. 16:23

 

ქართული ტრადიციული ჩურჩხელა სრულიად აკმაყოფილებს ჯანსაღი საკვების მოთხოვნებს და გარკვეული ძალისხმევით, შეიძლება პროდუქტი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მოდური და მოთხოვნადი საკვები გახდეს. ამის შესახებ Fao-ს წარმადგენელმა ანდრეი იარმაკმა განაცხადა.

 

„ევროპაში, აშშ-ში და მთელ რიგ ქვეყნებში ჯანსაღი საკვების მიმართ მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება და სუპერმარკეტები მუდმივად ახალი საკვების მოძიებაში არიან. ჩურჩხელა სრულიად შეესაბამება ჯანსაღი საკვების კონცეფციას. ის მზადდება ბუნებრივი ნედლეულისგან, ყოველგვარი შაქრისა და დანამატების გარეშე. ჩურჩხელა არის ენერგეტიკული პროდუქტი, თავისი ბუნებრივი ფორმით“,- განუცხადა „east fruit“-ს ანდრეი იარმარკმა და დასძინა, რომ ჩურჩხელას დარეგისტრირება საერთაშორისო ბაზარზე და მისი სწორად პოპულარიზაცია, პროდუქტს აუცილებლად გახდის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადს.

 

ექსპერტის შეფასებით, ჩურჩხელა განსაკუთრებით საინტერესო ძვირადღირებული სუპერმაკეტების ქსელებისთვის იქნება.

 

ამასთან, ანდრეი იარმარკმა ჩურჩხელას მწარმოებლებს პროდუქტის სხვადასხვა სახის შიგთავსით დამზადება ურჩია. მისი თქმით, მრავალფეროვანი ასორტიმენტი გაყიდვებზე დადებითად აისახება.

 

ანდრეი იარმარკმა აღნიშნა, რომ პროდუქტის წარმოების ზრდა და საერთაშორისო ბაზარზე ფართოდ გატანა, კაკლისა და თხილეულის ბიზნესზეც დადებითად აისახება.

 

ცნობისთვის, 2011 წელს „საქპატენტმა“ , ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული განცხადების საფუძველზე, ჩურჩხელა დაცული გეოგრაფიული სახელწოდებით დაარეგისტრირა.

 

 

big_banner
არქივი