logo_geo
ტულუმში გაკეთებულმა აღმოჩენამ, შესაძლოა, ამერიკის ისტორია შეცვალოს
- +

6 თებერვალი. 2020. 16:55

 

მექსიკის ქალაქ ტულუმის ახლოს, წყალქვეშა გამოქვაბულებში დაახლოებით 9,9 ათასი წლის წინანდელი ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელსაც ამერიკის ადრეული პერიოდის ისტორიის შეცვლა შეუძლია.

ნახევარკუნძულ იუკატანზე ხალხი გვიანი პლეოსციტის (126−11,7 ათასი წელი) პერიოდიდან ცხოვრობს. ამ უძველესი საზოგადოების შესახებ მეცნიერებმა ტულუმში გაკეთებული აღმოჩენების წყალობით გაიგეს.

 

გერმანელი მკვლევარები აცხადებენ, ბოლოს აღმოჩენილი ჩონჩხის დაახლოებით 30 პროცენტი შემორჩენილია. ჩონჩხს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მეცნიერი ვოლფგანგ სტინესბეკი კოლეგებთან ერთად სწავლობდა.

 

ანალიზმა აჩვენა, რომ ძვლები სავარაუდოდ 30 წლის ასაკის ქალს უნდა ეკუთვნოდეს. ქალის თავი არც განსაკუთრებით ვიწრო და არც ფართოა, განიერი ყვრიმალებით და ბრტყელი შუბლით. მეცნიერებმა უცნაური თავის ქალა ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ასევე ტულუმში ადრე აღმოჩენილ 452 თავის ქალას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ახალაღმოჩენილი თავის ქალის მსგავსია ტულუმში აღმოჩენილი კიდევ სამი თავის ქალა, მათაც ასევე აღენიშნებოდათ კბილის კარიესი, რაც საკვებში შაქრის მაღალი შემცველობის ბრალი იყო.

 

ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ სხვა ამერიკული თავის ქალები ვიწრო და წაგრძელებულია, კბილები კი გაცვეთილი, რაც მაგარი საკვების მიღებით უნდა იყოს გამოწვეული.

 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის პირველ მოსახლეებს შორის ორი მორფოლოგიური განსხვავებული ჯგუფი უნდა ყოფილიყო.

 

ერთ-ერთი  ჯგუფის წარმომადგენლები კი საკმაოდ იზოლირებულად, ნახევარკუნძულ იუკატანზე ცხოვრობდა.

 

აქედან გამომდინარე, ამერიკის დასახლების და პირველი მკვიდრების ისტორია ბევრად უფრო ბურუსით მოცული ყოფილა, ვიდრე აქამდე იფიქრებდნენ.

 

 

 

big_banner
არქივი