logo_geo
უცნაური დეტალი, რომელსაც პრინცესა დიანასა და პრინცი ჩარლზის ყველა ოფიციალურ პორტრეტში შეხვდებით
- +

6 თებერვალი. 2020. 16:58

უკვე შენიშნეთ, რა დეტალზე ვსაუბრობთ? ვერა? – პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი ზუსტად ერთი სიმაღლის იყვნენ, მაგრამ ყველა ოფიციალურ, სამეფო კარის მიერ გამოქვეყნებულ პორტრეტში ჩარლზი დიანაზე ბევრად მაღალია.

როგორც ჩანს, სამეფო ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ მაღალი, ძლიერი უფლისწულის მკლავებში პატარა, სუსტი, დაუცველი პრინცესა მოეთავსებინათ.

 

თუ პრინცესა დიანას პიროვნებას, მისი ხასიათის სიმტკიცესა და ძალაუფლებას გავითვალისწინეთ, ალბათ, გასაკვირიც არ არის, რომ პრინცი მეუღლის წინაშე “ქედის მოხრას” არ აპირებდა. ისტორიკოსები დღემდე სპეკულირებენ იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენდა თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაზე „ხალხის პრინცესა“, 37 წლის ასაკში ტრაგიკულად რომ არ გარდაცვლილიყო და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა ძველებურად რომ გაეგრძელებინა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი