logo_geo
„ჩვენი მიღწევა“ თუ „განათლებისკარი“ - რატომ შეუცვალეს „მაცხოვრისკარს“ სახელი
- +

6 თებერვალი. 2020. 18:32

 

 

 

მწერალი ნანა გუნია იხსენებს, თუ რატომ გაუჩნდა სურვილი ტაძრის აშენების. მისი თქმით, ადრე, მის სოფელს, „მაცხოვრისკარი“ დაარქვეს, რადგან ამავე სახელობის ტაძარი იდგა. კომუნისტებმა კი ტაძარი დაანგრიეს და „განათლებისკარი“  დაარქვეს. მწერალი აღნიშნავს, რომ ამ ამბავმა მასზე ემოციურად იმოქმედა.

 

„ავაშენე ეკლესია. ჩემს ბებიას ჰქონდა სასულიერო განათლება. დილა იწყებოდა ლოცვით. დაახლოებით 8 წლის ვიყავი, რომ დამაინტერესა, რატომ ერქვა ჩემს სოფელს „განათლების კარი“.

 

ბებიამ კი მითხრა, რომ  ჩვენს სოფელს უწინ ერქვა „მაცხოვრისკარი“, რადგან მაცხოვრის ეკლესია ყოფილა და ამა განაპირობა სახელის დარქმევა. კომუნისტებმა როდესაც დაანგრიეს ეკლესია, დადგა საკითხის სოფლისთვის სახელის შეცვლის. ორი წინადადება წამოაყენეს - „ჩვენი მიღწევა“ და „განათლების კარი“. ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა „განათლებისკარი“. ეკლესიის დანგრევის ისტორიამ ჩემზე ემოციურად იმოქმედა.  პატარაობიდანვე გამიჩნდა სურვილი, ეკლესია ამეშენებინა“, - განაცხადა ნანა გუნიამ გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“.

 

ნანა გუნია იხსენებს, რომ  იმ დროს, როდესაც ეკლესიის აშენება გადაწვიტა,  უკვე 7 წიგნის ავტორი იყო. მწერალი ჰყვება, რომ წიგნები სხვადასხვა დაწესებულებებში დაჰქონდა, ყიდდა ან ცვლიდა სამშენებლო მასალაზე.

 

1991 წლის 13 აგვისტოს ვაკურთხეთ მიწა. სათავეში ვედექი 17 წელი. მაშინ გახდით ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი და 7 წიგნის ავტორი. ეს წიგნები დამქონდა  სხვადასხვა დაწესებულებებში და ბარტერულ გაცვლას ვაკეთებდი. კასპის ცემენტის ქარხანაში წიგნების სანაცვლოდ 10 ტონა ცემენტი მომცეს. ზოგი ყიდულობდა.  აღებული თანხით ნელ-ნელა მიდიოდა მშენებლობა წინ. აღწერილი მაქვს, როგორ მიდიოდა მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მშენებლობა. ყველა, ვინც რაიმე წვლილი შეიტანა ტაძრის აშენებაში, ნახსენებია ამ წიგნში“, - იხსენებს ნანა გუნია.

 

big_banner
არქივი